ოქრიაშვილი 100 დღის შემდეგ სასტარტოს დუბლით დაუბრუნდა და "ანორთოსისს" გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის ჩემპიონატის 25-ე ტურში "ანორთოსისმა" "ენოსისი" 2:1 დაამარცხა.

"ანორთოსისს" ფრედ დასრულებული ორი უგოლო მატჩის შემდეგ გამარჯვება თორნიკე ოქრიაშვილმა დუბლით მოუტანა, რომელიც 8 ნოემბრის შემდეგ სასტარტოში პირველად ვიხილეთ. მან 76-ე წუთამდე ითამაშა.

გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა, გიორგი ქვილითაია სასტარტოში იყო და მე-80 წუთზე შეცვალეს, ბუბა დაუშვილი კი ტრავმირებულია.

ქართველების გუნდი 48 ქულით მეოთხე ადგილზეა, ლიდერ "ომონიას" 5 ქულით ჩამორჩება და 21 თებერვალს "აპოლონს" შეხვდება, რომლის ღირსებასაც გიორგი პაპუნაშვილი იცავს.

პარალიმნი. "ტასოს მარკოუ"
ენოსისი - ანორთოსისი 3:1
გოლები: 0:1 ოქრიაშვილი (28, პენ), 1:1
თეოდორუ (38), 1:2 ოქრიაშვილი (58)

მკითხველის კომენტარები / 7 /
Gentis saitze araferi ar weria.dabrunda?
Levani
10:35 17-02-2021
1
გაიგო ახალი მწვრთნელის ამბავი და დიდი მოტივაციიით ითამაშა.არიქა შემნიშნოსო.რა პენალტის დათმობა,ამიტომ დაარტყა თვითონ პენალტი,თორემ სხვა შემთხვევაში ქვილის დაარტყავდა.ოქრი ამის გამო იმსახურებს დიდ პატივისცემას,რომ ნაკრები მისთვის მთავარია,თავს შეაკლავს ნაკრებს.შეიძლებ ცუდად გამოუვიდა მაგრამ,ამ შემთხვევაში მე მომეწონა მისი ეგოიზმი,ნაკრების გამო.
master
09:26 17-02-2021
5

სიახლეები პოპულარული