ბრწყინვალე ამბავი - გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა და გოლიც გაიტანა

AutoSharing Option
4-თვიანი პაუზის შემდეგ "გენტისა" და საქართველოს ნაკრების შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა.

21 წლის ჩვენებურმა ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც "გენტის" 21-წლამდელთა გუნდი "მუსკრონის" 21-წლამდელებს დაუპირისპირდა და 9:2 გაიმარჯვა.

ჩაკვეტაძემ ერთი ტაიმი სრულად ჩაატარა და პენალტის ნიშნულიდან გოლიც გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი 2020 წლის 4 ოქტომბრის შემდეგ მწვანე მინდორზე პირველად გამოჩნდა.

იმედია, ტრავმები უკვე წარსულია და ახლა სულ მის წარმატებაზე მოგვიწევს წერა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
გეუბნები რა ... გეუბნები რა ... გიო შენ და კვარაცხელია მარტში ფორმაში პლიუს კიტეიშვილი უკნიდან ... ნებისმიერთან ვითამაშებთ!!!!
დიმო
13:42 18-02-2021
0
მიდი გიო,ჯვარი გწერია ჯიმა
ბაჩი
22:30 17-02-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული