ბრწყინვალე ამბავი - გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა და გოლიც გაიტანა

AutoSharing Option
4-თვიანი პაუზის შემდეგ "გენტისა" და საქართველოს ნაკრების შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა.

21 წლის ჩვენებურმა ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც "გენტის" 21-წლამდელთა გუნდი "მუსკრონის" 21-წლამდელებს დაუპირისპირდა და 9:2 გაიმარჯვა.

ჩაკვეტაძემ ერთი ტაიმი სრულად ჩაატარა და პენალტის ნიშნულიდან გოლიც გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი 2020 წლის 4 ოქტომბრის შემდეგ მწვანე მინდორზე პირველად გამოჩნდა.

იმედია, ტრავმები უკვე წარსულია და ახლა სულ მის წარმატებაზე მოგვიწევს წერა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ხამო რა დროზე ნაკრებია სათამაშო, თორე როგორც ნათქვამია "უძაღლო ქვეყანაში-კატებს აყეფებენ", იხევ "ბებერი სუმოისტები" იქაჩებიან.
ჯაბა
17 თებერვალი 2021 19:37
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული