საქართველოს ნაკრების 29 წლის მცველი საბა კვირკველია იჯარის წესით სეზონის ბოლომდე "როტორში" თამაშობს და როგორც ტელეგრამარხი "მუტკო პროტივი" იტყობინება, ხელფასის უდიდეს ნაწილს მოსკოვის "ლოკომოტივი" უხდის.
"მუტკო პროტივის" მტკიცებით, კვირკველიას წლიური ანაზღაურება 1.7 მილიონი ევროა და ამ თანხის 95.5%-ს რკინიგზული კლუბი უხდის, რომელიც მისი კონტრაქტის მფლობელია.
საბა "ლოკოში" ზაფხულში უნდა დაბრუნდეს, მიმდინარე სეზონში კი რუსეთის პრემიერლიგის 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
იქნება და ძალიანაც უნდოდა ატლეტიკო,მაგრამ რუსულ ბინძურ ბიზნესში თავს რომ ამოჰყოფ,მერე მძიმეა ანდა თითქმის შეუძლებელი მიატოვო შენი ნებით.ძალიან მაღელვებს როცა ჩვენი ახალგაზრდა სპორტსმენები ევროპის კლუბების მაგივრად, ერთი უვიცი მენეჯერის გამო რუსეთის გუნდებში ამოყოფენ თავს. მანდაც დიდი ატკატები და შავი ფული ტრიალებს.