ბაჩანა არაბულმა თავის ბერძნულ გუნდს გამარჯვება მოუპოვა

AutoSharing Option
საბერძნეთის სუპერლიგის 22-ე ტურში ბაჩანა არაბულისა და გუგა ფალავანდიშვილის "ლამიამ" სტუმრად 1:0 სძლია "აპოლონს" - გოლი პენალტით არაბულმა 32-ე წუთზე გაიტანა.

არაბულმა 73-ე წუთამდე ითამაშა. მან ჩემპიონატის 17 მატჩში 3 გოლი გაიტანა. რაც შეეხება ფალავანდიშვილს, განაცხადში არ იყო.

"ლამია" 14-გუნდიან ჩემპიონატში 15 ქულით მე-12 ადგილზეა, 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 21 თებერვალს გასვლაზე პაოკ-ს დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული