ქართველების გუნდი მოურინიოს "ტოტენჰემს" ვერ გაუმკლავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში "ვოლფსბერგერი" ბუდაპეშტში 1:4 დამარცხდა "ტოტენჰემთან".

ავსტრიულ გუნდში შეუცვლელად ითამაშა ლუკა ლოჩოშვილმა, ხოლო გურამ გიორბელიძე 65-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

"ტოტენჰემი", რომელსაც ყველა ტურნირზე უკანასკნელი 6 მატჩიდან 5 ჰქონდა წაგებული, მეტოქეს ადვილად გაუსწორდა და მერვედფინალის საგზური პრაქტიკულად გაინაღდა.

გარეთ ბეილმა გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა. ეს "ტოტენჰემში" დაბრუნების შემდეგ მისი პირველი საგოლე გადაცემაა, გოლი კი - მეხუთე.

XXI საუკუნეში ევროტურნირების პლეი-ოფის პირველ ტაიმში "ტოტენჰემმა" პირველად გაიტანა 3 გოლი.

ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა ლონდონში 24 თებერვალს გაიმართება,
თუმცა, ფაქტობრივად, უკვე ფორმალობაა და ჟოზე მოურინიოს გუნდი შემდეგი ეტაპის საგზურს ნოტარიულად გაიფორმებს.

ბუდაპეშტი. "პუშკაშ არენა"
ვოლფსბერგერი - ტოტენჰემი 1:4
გოლები: 0:1 სონი (13), 0:2 ბეილი (28), 0:3 ლუკას მოურა (34), 1:3 ლინდლი (55, პენ), 1:4 კარლოს ვინისიუსი (88)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული