"გენტის" მწვრთნელი: ჩაკვეტაძის გარემოცვა ყველაფერს ეჭვის ქვეშ აყენებს

AutoSharing Option
"გენტმა" ჩემპიონატის ბოლო ტურში "მუსკრონი" 4:0 დაამარცხა და მისი მწვრთნელი ჰეინ ვანჰაზებრუკი გამარჯვებითაც კმაყოფილია და გუნდის ლაზარეთის დაცარიელებითაც. ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მოირჩინა და ამ გუნდების დუბლების მატჩში ერთი ტაიმი ითამაშა. დღეს, 19 თებერვალს, "გენტი" სტუმრად "მეხელენს" დაუპირისპირდება, ჩვენებური კი განაცხადში არ არის. აი, რა თქვა ვანჰაზებრუკმა Het Nieuwsblad-თან:

"ჩაკვეტაძეს დიდი ხანი გაუცდა, ამას კი ფეხბურთელისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. პირველი თამაშის შემდეგ ტრავმა არ გამიზეზებია და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ სეზონში ითამაშებს.

ყველაფერი ისე მარტივად არ არის. მის გარშემო ძალიან
ბევრი ხმაურია. ის, როგორც მისი გარემოცვა იქცევა, გადაჭარბებულია. ყველაფერს ეჭვის ქვეშ აყენებენ, თუმცა წესრიგი დავამყარეთ. დიახ, ეს ძირითადად მისი გარემოცვისგან მოდის".

ჩაკვეტაძემ ბოლოს "გენტში" 4 ოქტომბერს ითამაშა.

მკითხველის კომენტარები / 29 /
მართალია ეს კაცი. ანანიძემ ყველა სერიოზული ტრამვა საქართველოს ნაკრებში მიიღო, ამასაც აქ გაუმიზეზდა ტრამვა. რადგან ისინი მთელი არსებიტ თამაშობდნენ და მარტო მიათრევდნენ ნაკრებს. რატო მარტო? იმიტომ რომ პარტნიორი არ ყავდატ ნაკრებში და მარტო უწევდატ თამაში რადგან სამეგობროთი და უნიჭო ფეხბურთელებითაა სავსე ნაკრები, ხოლო ვინც ფორმაში იყო, მატ არ ეძლეოდათ თამაშის საშუალება. ეს თქვა იმ კაცმა და რა გინდათ?
vaso
19:22 20-02-2021
0
ოქრის ძველობა არ გაიშვას...
kaxi
10:41 20-02-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული