"საბურთალოს" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი, 21 წლის ბექა ქავთარაძე "ნიჟნი ნოვგოროდში" გააგრძელებს კარიერას, - ამის შესახებ ინფორმაციას transfermarkt.ru ავრცელებს.
"ბექამ შეკრებაზე თავი კარგად წარმოაჩინა. გვჯერა, რომ ჩვენი გუნდის შეტევას გააძლიერებს. ვთვლი, რომ სატრანსფერო კამპანია წარმატებით ჩავატარეთ. განსაკუთრებით კარგად გავაძლიერეთ შეტევის ჯგუფი. თუ შემოდგომაზე თავდამსხმელების პრობლემა გვქონდა, ახლა აქ დიდი კონკურენციაა", - განაცხადა კლუბის გენერალურმა დირექტორმა რავილ იზმაილოვმა.
"ნიჟნი ნოვგოროდი" რუსეთის პირველი ლიგის ლიდერია და პრემიერლიგაში გადასვლის კარგი შანსი აქვს. ამ გუნდში 23 წლის მცველი ლეო გოგლიჩიძე თამაშობს, რომელიც
რუსეთის მოქალაქეა.
რუსეთის პირველი ლიგა 27 თებერვალს განახლდება და ბექას გუნდი მეორეადგილოსან "კრილია სოვეტოვს" უმასპინძლებს.