თურქულ ბელეკში ამხანაგურ მატჩში "რუბინმა" "კაირათი" 1:0 ხვიჩა კვარაცხელიას მიერ გატანილი გოლით დაამარცხა.
ხვიჩამ გოლი მე-11 წუთზე გაიტანა, 30-ე წუთზე კი დრიბლინგისას მეტოქესთნ ბრძოლაში მოედანზე დაეცა და შეცვალეს. სავარაუდოდ, ის სერიოზულად არ დაშავებულა და მოედნიდან თავის დაზღვევის გამო გაიყვანეს.
ყაზანური კლუბის პრესსამსახური წერს, რომ ცვლილება იძულებითი იყო. უფრო ზუსტ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.