"ალავესმა" თავდამსხმელ გიორგი გაგუას კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივა, - ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური კლუბი თავისი საიტით ავრცელებს.
გაგუა "ალავესში" 2019 წელს გადავიდა და კლუბი აღნიშნავს, რომ ძლიერი თავდამსხმელი და ახალგაზრდული გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მან ამ სეზონში 14 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
გიორგი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრია.