
ევროპა ლიგის განმეორებით 1/16-ფინალურ მატჩში ქართველების "ვოლფსბერგერი" სტუმრად 0:4 დამარცხდა "ტოტენჰემთან".
დუბლი კარლოს ვინისიუსმა შეასრულა, თითო-თითო გოლი კი გარეთ ბეილმა და დელე ალიმ გაიტანეს. ამ უკანასკნელმა ორი საგოლე გადაცემაც გააკეთა.
შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა "ტოტენჰემს" 4:1 ჰქონდა მოგებული, საერთო ჯამში 8:1 იმარჯვა და მერვედფინალში უპრობლემოდ გავიდა.
"ვოლფსბერგერში" შეუცვლელად ითამაშა ლუკა ლოჩოშვილმა, ხოლო გურამ გიორბელიძე 65-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.