როგორც იქნა, მიხვდნენ, რომ ქეცბაია მუდამ მწარე სიმართლეს ეუბნებათ

AutoSharing Option
სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო

იმის გამო, რომ კვიპროსის თასზე "კარმიოტისასთან" მეორე ტაიმში "ანორთოსისმა" ნახევრად განათებულ მოედანზე ითამაშა, ფამაგუსტური გუნდის მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ უკმაყოფილება ვერ დამალა.

24 sports-ი წერს, რომ ქეცბაია ხშირად ძალიან ემოციურად იქცევა, რაც ბევრს არ მოსწონს, თუმცა ის სრულ სიმართლეს ამბობს:

"ყველას ახსოვს მისი გამონათქვამები, მაგრამ თუ გვინდა, ჩვენი ფეხბურთი წარმატებული იყოს, ყველა დონეზე მის სრულყოფას უნდა ვეცადოთ.

ისეთ ადამიანებს, როგორიც თემურია, ჩვენს ფეხბურთში ყოველდღე ვერ ვნახულობთ და მისი აზრი გასათვალისწინებელი და ყურადსაღებია. ის ამბობს, სად
ვიმყოფებით და სად უნდა ვეძიოთ გამოსავალი. ბოლოს და ბოლოს, ვინმე მიხვდება, რომ ეს სიმართლეა? რიტორიკულია ჩვენი კითხვა, ალბათ".

მკითხველის კომენტარები / 11 /
ჩვენც ასე არ გვეუბნებოდა,?! მაგრამ ,, ცუდას რად უნდა მტერობა_ კარგია მუდამ მტრიანი"
იოო
26 თებერვალი 2021 00:10
1
კაცი იყავ კაცური მუდამ! საქართველოშიც,კვიპროსშიც და მარსზეც, აი,ესე!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
26 თებერვალი 2021 02:05
1
აი ამიტომაც მიყვარს ეს კაცი, რო არ შეუძლია ითვალთმაქცოს და სათქმელს ყველგან ამბობს ვაშკაცურად.გენაცვალე ქეცბა
გოგა
26 თებერვალი 2021 09:32
2
რა მოკლე მეხსიერება აქვს ზოგადად ადამიანებს ....შედეგს დადებდაო წერენ ....ქეცბაიას დროს არ იყო მთელი 1 წელიწადი ისე ჩაატარა თამაში არ წაგვიგია ...?! ( რაც არც მერე არც მანამდის არ მომხდარა)თან ხორვატიას მოვუგეთ არც თუ ისე ცუდი თამაშით ...კი ბატონო შემდგომ დაიწყო თაობათა ცვლა და არც შედეგი იყო არც თამაშის ხარისხი მაგრამ არც ფეხბურთელები იყვნენ ვისი გამოძახებაც უწევდა ისინიც უთამაშლები და ვარჯიშში ძაან ზარმაცები იყვნენ ...ხოლო უმაგრესი შედეგის და თან ლამაზი თამაშით მოთხოვნა აქ არც არასდროს შემწყდარა...და თან ამას თხოვდნენ მხოლოდ ნაკრების მწვრთნელს არც ფეხბურთელებს არც კლუბებს არც ფედერაციას არც მთავრობას ( რომ ყველას თავისი საქმე ეკეთებინა რაღაც დონეზე მაინც) ნახეს ვისზე გადაეტეხათ ჯოხი ...შედეგი კი ქეცბაია დარჩა ისევ ქეცბაიად ხოლო დანარჩენები ( მთავრობები ფედერაციები და ბევრი ვაი ჟურნალისტი უი ფეხბურთელბთან ერთად გადაყლაპა ისტორიამ...) ეგებ მისი შემართება და საქმისადმი მიდგომა ძაანაც გვჭირდება მაგრამ ჯერ არ არის ჩამომსვლელი ...და ვერც გაამტყუნებ ...!!! აი თუ კი მთავრობაში ვინმეს გული შესტკივა ფეხბურთზე უნდა ჩამოიყვანოს ოღონდ არა მწვრთნელად არამედ ფედერაციის პრეზიდენტად ...სადაც უეჭველი დაალაგებს სიტუაციას როგორც საჭირო არის ყველა სფეროში ...დიდი ახალკაცის შემდეგ ეგეთი მებრძოლი და პატიოსანი ქართულ ფეხბურთს არ ყოლია არავინ ...!!!!
ოოხ საოცრებავ
26 თებერვალი 2021 12:51
1
ესენი კი მიხვდნენ ჩვენ როდის მივხვდებით საინტერესოა
გია
26 თებერვალი 2021 01:39
1
კაცს ერთი ფორვარდი არ ჰყავდა ნაკრებში და შეტევაშI როგორ უნდა ეთამაშა?
კვარაცხელია და ჩაკვეტაძე ჰყოლოდა მერე გამოჩნდებოდა რასაც შეძლებდა.
ზურა
26 თებერვალი 2021 11:52
1
არასდროს კომფორმისტი არ ყოფილა. მოედანზე თუ საძმაკაცოში ყოველთვის მართლის მთქმელია. ეს მისი ცხოვრების კრედოა. ძნელი გზით სიარული აქვს არჩეული, უკომპრიმისო და ალალი. ბევრი ტკივილი ნახა, მაგრამ ისევ ისეთი ნაღდი და უღალატო კაცია. წარმატებები ქეცბა!!!
G.A.L.
26 თებერვალი 2021 10:10
0
აქაც ნაკრებში ფეხბურთელები არ ყავდა თორე შედეგს დადებდა
შოკირებული გულშემატკივარი
26 თებერვალი 2021 10:22
1
ეტყობა იქაც არიან არაადეკვატური ჟჟჟუურრნისტები და უშლიან ნერვებს!:D:D
Vasili
26 თებერვალი 2021 10:50
0
ქეცბაია სულით და ხორცით ბერძენია და რათქმაუნდა პატივი უნდა სცენ ამ კაცს. ჩვენ აბა ორ მილიონს ვუხდიდით ყოველწლიურად და წელიწადში 3 დღით ჩამოდიოდა ოჯახს ვერ ვტოვებო. რა დარჩა ასეთი ამ კვიპროსზე საინტერესოა
sul2
02 მარტი 2021 00:20
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული