კვარაცხელიას ბრწყინვალე საგოლე პასი "სპარტაკის" წინააღმდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგის განახლებული სეზონის პირველივე მატჩში ბრწყინვალე საგოლე გადაცემა გააკეთა და სერბ ფორვარდ ჯორჯე დესპოტოვიჩს მოსკოვის "სპარტაკის" კარში გაატანინა.

გარდა საგოლე გადაცემისა, ხვიჩამ პირველ ტაიმში სპარტაკელ ზობნინს ყვითელი ბარათი მიაღებინა, რომელიც ტაიმის მიწურულს მოედნიდან გააძევეს კიდეც. შემდეგ კი ბრწყინვალე დრიბლინგი კვლავ კარგი პასით დაასრულა, მაგრამ ამჯერად სერბმა ვერ ივარგა.

მატჩის 90-ე წუთზე ხვიჩამ ბურთი "სპარტაკის" საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო, ჩეხი კრალი ჩამოიშორა და დაარტყა: მოსკოველთა მეკარე მაქსიმენკომ მოიგერია, დესპოტოვიჩმა კი დამატებაზე დუბლი შეასრულა.

"რუბინმა" 2:0 მოიგო და 31 ქულით სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა.

მკითხველის კომენტარები / 21 /
სასწაულებს აკეთებს ჩვენი ბიჭი...
ჯიმაა
28 თებერვალი 2021 17:38
1
არც ვიცი რა დავწერო,როგორც იტყვიან no comennt
კახა ქ.
28 თებერვალი 2021 17:32
1
ჩაკვესთან ბოდიში მაგრამ ფაქტია რომ კვარა ყველაზე ცხელია :))
მევარმე
28 თებერვალი 2021 17:12
0
ჩაკვეც ამოქმედდება და მერე სევადაროთ, რაც უკეტესები გვეყოება ერთიმეორეზე მით კარგი ))
გიორგი
28 თებერვალი 2021 22:28
0
მაგრად ითამაშა და საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს!!! პრომესი რომელიც აიქსიდან გადმოიყვანეს რა ქნა დღეს?? ისე ჯიქიაც მეორესთან ერთად მაგრად მოტეხა დღეს პატარა ბავშვივით! 10 ორთაბრძოლა მოიგო ჯანზეც არის ხვიჩა ყველაფერთან ერთად!!!
zaza
28 თებერვალი 2021 17:17
0
ათრია მთელი სპარტაკი. ვუყურე თამაშს დაფრინავს. კვარა მოუმატე რა კიდევ და გვეღირსება მსოფლიო დონის მოთამაშე
დიმო
28 თებერვალი 2021 17:09
0
პელეეა,პელე! ჩვენი სიამაყეა! სრულიად საქართველოსთვის! წინ
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
28 თებერვალი 2021 17:02
1
... რა პასი დახატა მოძრაობაში!!! ამ ევროპელების ვერ გავიგე, მეტი რა უნდათ???!!!
დათო
28 თებერვალი 2021 17:28
1
დარეკეთო თამაშის მერე კაი ჟესტი იყო ჰაჰაჰაჰა
ემიგრანტი
28 თებერვალი 2021 17:01
1
შეუჩერებელი მატჩის საუკეთესო მოთამაშე . მეამაყები კვარა ვაგიჟებ შენი დრიბლინგებით ევროპელებს
ემიგრანტი
28 თებერვალი 2021 17:07
1
მეორე გოლიც ამის დამსახურებაა. დაარტყა შორიდან, მეკარემ ვერ მოიგერია კარგად და დესპოტმა დაამატა მერე. მიდი ,ძმაოჯან შენ იცი უახლოეს მომაავალში დორტმუნდის მაისურით მენახე
Haaland
28 თებერვალი 2021 17:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული