"ხვიჩა თითქოს სხვა ლიგიდანაა" - ამბობს "რუბინის" გენდირექტორი

AutoSharing Option
რუსეთის პრემიელიგის მე-20 ტურში "სპარტაკთან" გასვლაზე მოგებულ მატჩში (2:0) "რუბინის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ყაზანური კლუბის გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა კი ქართველი ლეგიონერი შეაქო:

"რა თქმა უნდა, ასეთ დაძაბულ და ემოციურ მატჩს ველოდით. "სპარტაკთან" სხვანაირად არ ხდება. ღირსეულად ვითამაშეთ. კარგი მატჩი იყო.

ხვიჩა, დესპოტი, მაკაროვი - მთელმა გუნდმა ჩინებულად ითამაშა, მაგრამ ხვიჩა თითქოს სხვა ლიგიდანაა", - ციტირებს საიმანოვს "სპორტ-ექსპრესი".

"რუბინმა" "სპარტაკი" 2011 წლის შემდეგ მოსკოვში პირველად დაამარცხა და 8 მარტს ლიდერ "ზენიტს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული