მეტოქეები ორჯერ შემოულაწუნებენ მას... - "რუბინის" დირექტორი ხვიჩას ტრანსფერზე საუბრობს?

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-20 ტურში "რუბინი" "სპარტაკს" ესტუმრა და 2:0 დაამარცხა.

მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ყაზანელთა ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც ბრწყინვალე საგოლე გადაცემა შეასრულა და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა გააკეთა.

"რუბინის" გენერალური დირექტორის თქმით, ხვიჩას თამაშის შემხედვარე შთაბეჭდილება გრჩება, რომ ის სხვა ლიგიდან არის, თუმცა, მისი აზრით, ის ჯერ კიდევ არ არის ტოპ-ლიგებისთვის მზად.

"ხვიჩა პრემიერლიგაში თამაშისთვის ნამდვილად არ არის მზად... რაც შეეხება სხვა ძლიერ ლიგებს, მაგალითად, იტალიასა და ესპანეთს, იქ,
შესაძლოა, ამ ეტაპზე მან თამაში შეძლოს.

რუსეთში სათამაშო დონე არ არის ისეთი მაღალი და აქ ადვილია, რომ რამდენიმე ფეხბურთელი მოატყუო.

ტოპ-ლიგებში ფეხბურთელები გაცილებით უკეთ არიან ფიზიკურად მომზადებულნი და მას ძალიან გაუჭირდება, მათ გასცდეს.

ასე რომ, ხვიჩას სჭირდება ფიზიკურად გაძლიერდეს და ადაპტაციისთვის დრო მიეცეს. ის მხოლოდ ამის შემდეგ უნდა წავიდეს ტოპ-ლიგაში.

ფიზიკურად ის არც ისეთი ძლიერია. მეტოქეები ორჯერ შემოულაწუნებენ მას და ეს საკმარისი იქნება, რომ ის მუდმივად ტრავმა ჰქონდეს", - ამბობს საიმანოვი.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ეს კომენტარი არა საიმანოვმა, არამედ რუბინის ვიგაც ვეტერანმა გააკეთა! საიმანოვმა მხოლოდ ის თქვა რომ სხვა ლიგიდან არისო. გადაამოწმეთ!
Goo tbsl
22:09 01-03-2021
1
ეგ არგაშვების გასაპრავებლად თქვა რუსტემმა. ხვიჩასთან ერთად შეიძლება რუბინმა ევროლიგაში ითამაშოს, კლუბმა ფული გააკეთოს და თუ გაუმართლა და კიდევ მოუმატა ხვიჩამ, 15-17 მილიონს წამოჰკრას ხელი რუბინმა. ეგაა და ეგ, მხოლოდ ბიზნესი და არა სენტიმენტები.
ზაფხულში დორტმუნდიდან ჯეიდონ სანჩო ინგლასში წავა, სავარაუდოდ 80 ლიმონად. მისი ადგილი ზედგამოჭრილია ხვიჩასთვის. თამაშის სტილითაც გვანან.
ხვიჩა, ქოგუალე, ჩქინი იმენდ რექ დო სი გიჩქ
ჯიმა
21:34 01-03-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული