"გიორგი, ნუ იჩქარებ" - უკრაინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა წიტაიშვილის შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმა გიორგი წიტაიშვილის მოქალაქეობის შეცვლაზე გააკეთა კომენტარი.

როგორც იცით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 20 წლის ჩვენებურს საქართველოს ნაკრებში თამაში აქვს გადაწყვეტილი.

ამ ამბავს უკრაინული პრესა და საფეხბურთო წრეების წარმომადგენლები ძალიან ცუდად შეხვდნენ. მათ არც მარკევიჩი ჩამორჩა, რომელმაც შემდეგი განაცხადა:

"ეს ძალიან დელიკატური თემაა. უპირველეს ყოვლისა, ფეხბურთელისა და მისი ოჯახის პოზიცია უნდა გავითვალისწინოთ.

ყველა თავის მომავალს თავად განსჯის და თუ წიტაიშვილს სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი მოქალაქეობის შეცვლა, მისი გადარწმუნება ძალიან რთული იქნება.

ჩემი აზრი და რჩევა ასეთია: გიორგიმ
არ უნდა იჩქაროს და თავის მომავალზე კარგად დაფიქრდეს. მან იჯარით ყოფნის პერიოდში უნდა დაამტკიცოს, რომ "დინამოში" თამაშის ღირსია, შემდეგ კი სანაკრებო მომავალი გადაწყვიტოს.

გიორგი ძალიან ამბიციური ბიჭია და ის უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

შესაძლოა, წიტაიშვილი ფიქრობს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლა საქართველოს ნაკრებიდან უფრო მალე შეეძლება, რადგან "დინამომ" ის გაანათხოვრა.

ვფიქრობ, წიტაიშვილს თამაში გარანტირებული არც საქართველოს ნაკრებში არ აქვს და ნებისმიერ გუნდში მოხვედრას დამსახურება უნდა", - ამბობს მარკევიჩი.

მკითხველის კომენტარები / 26 /
გიორგი, ნათქვამია "ის სალდათი სალდათად არ ვარგა, რომელიც გენერლობაზე არ
ოცნებობსო", ამიტომ კარგია, რომ ნაკრებში თამაშზე ოცნებობ, მაგრამ მანამდე, როგორც ფეხბურთელი უნდა ჩამოყალიბდე. შენ ჯერ-ჯერობით კარგი მასალა ხარ, რომლისაგან ტოპ კლუბის ფეხბურთელიც შეიძლება გაიზარდოს და ჭიათურის მაღაროელის დონის ფეხბურთელიც, ამიტომ შენი დღევანდელი ამოცანა საქართველოს ნაკრებში თამაში კი არ უნდა იყოს, არამედ, კარგი ევროპული კლუბის მოთამაშის დონის მიღწევა და ევროპაში გადასვლა. უკრაინის ჩემპიონატი დონეა, სადაც შეგიძლია გაიზარდო და ევროპაში წახვიდე, იქიდან კი გინდა საქართველოს ნაკრებში ითამაშებ და გინდა უკრაინის ნაკრებში. ისე თუ ბევრს გა..... ებ უკრაინას ის შეუძლია დაგმართოს, რაც სპარტაკმა დამართა ჯანო ანანიძეს, რომ არც გაყიდა და არც ათამაშა და სათადარიგოთა სკამზე დააბერა. ამიტომ ნუ ჩქარობ, კარგად აწონ-დაწონე შენი მდგომარეობა და ისე მოიქეცი. ისე უნდა იცოდე, რომ საქართველოს ნაკრებს თავდამსხმელების პრობლემა აქვს და არა ნახევარმცველების.
ჟორა
02 მარტი 2021 11:29
2
დიდ პატვს ვცემ უკრაინელებს, მაგრამ რაზე უნდა დაფიქრდეს, ქართველია თუ არა? ან როგორ წარმოუდგენიათ ამ გადაწყვეტილების შეცლა?!
მიკოლა, რა გჭირთ?
01 მარტი 2021 23:45
0
ამან თუ გადაწყვიტა თამაში ჩვენთან,ჩვენი ნაკრების ნახევარდაცვა იქნება ძალიან სწრაფი და ტექნიკურიც,ფლანგებზე ხვიჩა და ეს,შუაში კიტეიშვილი და კანკავა,თან მერე ჩაკვეც დაემატება და .......
კახა ქ.
01 მარტი 2021 23:42
0
არ ჩქარობს, უბრალოდ აქ აპირებს თამაშს. უკრაინელები რაც ადრე დამშვიდდებიან მით უკეთესი მათთვის. გიორგის კი წარმატებას ვუსურვებ საქართველოს ნაკრებთან ერთად!
მენტალური მომზადების ცენტრი
01 მარტი 2021 22:04
0
ადამიანმა ცხადად თქვა უკრაინამ ყველაფერი მომცა და აქვე მინდა წარმატებას მივაღწიოო.. ახლა იქ არ ათამაშებენ და ვითომ მე აღარ მინდაო???
ოჰო
01 მარტი 2021 20:55
1
20 წლის არია ყველაფერი წინ აქვს განვითარწბა შეუძლია. ნაკრებშიც მოხვდება და ევროპულ კლუბში ერთი ის იჩქარა რომ კონტრაქტი ამდენი წლით გაახანგრძლივა. მის მიმართ მიდის ფსიქოლოგიური ზეწოლა მწვრთნელებიდან ჟურნალისტებიდან რაც წუდია. გიო მოდი შენი ქვეყნისთვის იბრძოლე მეგობრებს უკვე მოაგებინე მსოფლიო ეგეც ეყოფათ შენგან წარმატებები ქართველო
ემიგრანტი
01 მარტი 2021 20:11
0
წიტაიშვილი ჭკვიანი ბიჭია ხვდება რომ უკრაინა ვერასდროს გახდება მისი მეორე სამშობლო. სამშობლო ერთია და მას საქართველო ქვია. მერე მეორეც ხალხო მარცხენა ფლანგზე კვარაცხელიაზე მთელი ევროპა ლაპარაკობს უკვე... ცენტრში თავის საყვარელ პოზიციაზე ჩაკვეც რომ ძალიან მაღალი დონეა ყველამ ვიცით.... ეს წიტაიშვილი მარჯვნივ ასევე თავის საყვარელ ფლანგზე.. წინ ჟორჟიკა ან ბუდუ. ჩამშლელებშიც კარგად გვაქვს საქმე არიან საიმედო ბიჭები იმედია ნინუა მალე გაამართლებს იმედებს.. მარცხენა მცველი გვყავს სანახავი სხვა მხრივ გუნდს არაფერი უშავს.....უკრაინა არა ტოროლა.
სამშობლოოოო
01 მარტი 2021 20:09
0
ხო მაგრამ რონალდოსნაირი ფეხბურტელი არასოდეს ეკოლება უკრაინას და არ უნდა გაესჰვათ.
dsag
01 მარტი 2021 18:20
0
ვაბშე არ გვჭირდება ეს ავტომატიანი ბიჭი თავი მაგარი ფეხბურთელი გონია და დარწმუნებული ვარ ჩვენს ნაკრებშიც არ იქნება ძირითადში, დინამომაც ამიტომ გაანათხოვრა, კიდევ ერთი შანსი მისცეს რომ რამე ქნას.
recondite
01 მარტი 2021 17:46
26
რა უნამუსოობაა, რომელ მეგობრობაზეა ლაპარაკი, უკრაინამ იმედები გამიცრუა. ადამიანი თავის სამშობლოში მოდის, რა არის აქ გასარკვევი ან გასაკვირი ?
foodboll
01 მარტი 2021 17:44
4
(გურულო) ეგ ქუთაისში რო გაიზარდა მიტო აირჩია საქართველო შეაყვარეს კაცს საქართველო!!!!არვარ ქუთAისელი მაგრამ ზალინ მაგარი ხალხი ცხოვრობს ქუთAისშI!!!!
nik
01 მარტი 2021 21:19
0
დერიუგინი თუ გაგიგონიათ,ეროვნებით რუსი იყო მაგრამ საქართველოში,კერძოდ ქუთაისში დაბადებ გაზრდილს,ცსკა და სხვა რუსული გუნდები ეპატიჟებოდნენ,მაგრამ სადაც გაიზარდა იმ ქვეყანას არ უღალატა,ასე რომ გიორგის გადასაწყვეტია სად უნდა ითამაშოს და ვინც გაზარდა იმას დაუფასოს თუ არა დამსახურება,ყველა შემთხვევაში წარმატებებს ვუსურვებ.
gurulo
01 მარტი 2021 18:40
3

სიახლეები პოპულარული