ოქრიაშვილმა და ქვილითაიამ გაიტანეს და "ანორთოსისს" ქულა გადაურჩინეს [VIDEO]

AutoSharing Option
კვიპროსის საჩემპიონო რაუნდის პირველ ტურში "ანორთოსისი" "აპოლონს" დაუზავდა - 2:2.

მივყვეთ ქრონოლოგიურად: მე-10 წუთზე "აპოლონი" დიგინიმ დააწინაურა. 23-ე წუთზე მსაჯმა უხეშობისთვის გააძევა მისი თანაგუნდელი გერე. მე-60 წუთზე დიგინიმ მეორედ დალაშქრა ლორიას კარი. 65-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა ანგარიში შეამცირა, 79-ე წუთზე კი გიორგი ქვილითაიამ ოქრიაშვილის მიერ მოპოვებული პენალტით ანგარიში გაათანაბრა.

"ანორთოსისში" გიორგი ლორიამ, ოქრიაშვილმა და ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო ბუბა დაუშვილი სასტარტოში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს. "აპოლონში" სათადარიგო იყო გიორგი პაპუნაშვილი.

6 მარტს
"ანორთოსისი" "ომონიას" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
როგორც იქნა ოქრი მიხვდა საქციელს,ან გულშემატკოვრებმა მიახვედრეს ან კიდევ თემურმა,ვფიქრობ თემურმაც და გულშემატკივრებმაც
ბაჩი
14:15 02-03-2021
2
ბიჭებმა ნორმალურად ითამაშეს,მაგრამ ანორთოსისი ნამდვილად არაა საჩემპიონო გუნდი. 10 კაცა მეტოქეს ბევრი ვერაფერი დააკლო. მეოთხე ადგილი იქნება მაქსიმუმი ამ სეზონში მათთვის!
gabo
12:02 02-03-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული