კიდევ ერთი მაგარი ამბავი - ჩაკვეტაძე ბრუნდება!

AutoSharing Option
ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ "გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე მალე ითამაშებს.

ნავარაუდევი იყო, რომ ჩაკვეტაძე თებერვლის შუა რიცხვებში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ დაახანა და ალბათ, ეს უკეთესიცაა, ვინაიდან ტრავმა ბოლომდე მოირჩინა. ის უკვე გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს და თასზე "ეუპენთან" გასვლითი მატჩისთვის ემზადება.

გიორგი მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა მატჩის განაცხადში შეიყვანა, კლუბმა კი თამაშის აფიშა მისი სურათით გააფორმა.

"ეუპენისა" და "გენტის" შეხვედრა 3 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

იმედი ვიქონიოთ, რომ ჩაკვეტაძე ფორმაში ჩადგება და გადახალისებულ საქართველოს ნაკრებს უახლოეს სამ
მატჩში დაეხმარება.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემტევები გიორგი წიტაიშვილი (ვორსკლა) და გიორგი მიქაუტაძე (სერენი) საქართველოს მოქალაქეობას მიიღებენ და ჩვენი ეროვნული გუნდის ახალი თავკაცის, ვილი სანიოლის განკარგულებაში იქნებიან.

მკითხველის კომენტარები / 24 /
მთავარია თვითონ იყოს ჯანმრთელად ,სხვა ყველაფერი მოიცდის.წარმატებები.
დევკალიონი
03 მარტი 2021 10:31
0
ლინკი დადეთ თუ იცით ვინმემ
ivan
03 მარტი 2021 17:38
0
ბრუნდება თორემ სულ გადააბრუნებს საფეხბურთო სამყაროს,მორჩით რა.
gogia
03 მარტი 2021 00:09
133
შენ რას აკეთებ ისეთს ჩაკვეს გაკეთებულს რომ იწუნებ?
ვაჟა
03 მარტი 2021 00:33
3
ვინმეს რომ ეთხოვა, უმადურობა 8 სიტყვაში გამოხატეო, შენ კომენტარზე მივუთითებდი, ალბათ შენც გიჭირს რამე, ასე რომ გაბოროტდი, წარმატებას და ბედნიერების პოვნას გისურვებ
გოგიას
03 მარტი 2021 13:50
0
ყველა გამოხმაურება
ლინკი დადევიტ მატჰს რო უყუროტ.
ბაჯო
03 მარტი 2021 12:36
1
ვსიო,დაერხა შვედეთს და ესპანეთს.
ჟორა
03 მარტი 2021 10:16
8
bichi kovel kvira cert brundebao.acalet dabrundes jer
kombato
03 მარტი 2021 12:35
0
ტრავმას ნუ ეხუმრები. დააცადე 1-2 თვეც და ადამიანურად დაბრუნდი.
რაგბის ფანი
03 მარტი 2021 11:40
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული