თურქეთის სუპერლიგის 27-ე ტურში ერთ-ერთმა აუტსაიდერმა, საბა ლობჟანიძის "ანკრაგიუჯიუმ", საკუთარ მოედანზე ლიდერი "გალათასარაი" 2:1 დაამარცხა.
45+1-ე წუთზე მასპინძლები პენალტით აკდაჯიმ დააწინაურა, 55-ე წუთზე კი ლობჟანიძემ ურუგვაელ მეკარე მუსლერას თქვენი მოწონებული გაუტანა. მიმდინარე ჩემპიონატზე საბას ანგარიშზე 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
57-ე წუთზე მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით სტუმართა თავდამსხმელი მოჰამედი გააძევა, ხოლო კომპენსირებულ დროში სტამბოლელებმა ერთი საპასუხო გოლის გატანა შეძლეს.
"ანკარაგიუჯიუმ" 26 ჩატარებულ მატჩში 23 ქულა მოაგროვა, მე-19 ადგილზეა და 7 მარტს გასვლაზე "კარაგიუმრუკს" დაუპირისპირდება.