ლობჟანიძის გოლი-შედევრი - "ანკარაგიუჯიუმ" ლიდერი "გალათასარაი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთის სუპერლიგის 27-ე ტურში ერთ-ერთმა აუტსაიდერმა, საბა ლობჟანიძის "ანკრაგიუჯიუმ", საკუთარ მოედანზე ლიდერი "გალათასარაი" 2:1 დაამარცხა.

45+1-ე წუთზე მასპინძლები პენალტით აკდაჯიმ დააწინაურა, 55-ე წუთზე კი ლობჟანიძემ ურუგვაელ მეკარე მუსლერას თქვენი მოწონებული გაუტანა. მიმდინარე ჩემპიონატზე საბას ანგარიშზე 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

57-ე წუთზე მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით სტუმართა თავდამსხმელი მოჰამედი გააძევა, ხოლო კომპენსირებულ დროში სტამბოლელებმა ერთი საპასუხო გოლის გატანა შეძლეს.

"ანკარაგიუჯიუმ" 26 ჩატარებულ მატჩში 23 ქულა მოაგროვა, მე-19 ადგილზეა და 7 მარტს გასვლაზე "კარაგიუმრუკს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
წინა ტურსი გოლი და 2 საგოლე პასი, მაგარია საბა!
შაკო
04 მარტი 2021 12:20
0
5 კი არა 7 საგოლე გადაცემა აქვს
gigla
04 მარტი 2021 12:10
0
.... გუშინ თამაშს ვუყურე, ყველაზე აქტიური იყო!!! დაცვაშიც მაგრად დაეხმრა გუნდს!!! გოლი , ხომ საერთოდ, მაღალი დონის!!! ცხონებული ვიტალი, უფალმა გაანათლოს მისი სული, გამახსენდა ამ გოლზე!!!
დათო
04 მარტი 2021 11:42
0
... ანკარამ ხომ მნიშვნელოვანი სამი ქულა აიღო, ამავე დროს ლიდერმ აგალათასარაიმ მნიშვნალოვანი სამი ქულა დაკარგა ლიდერობის შესანარჩუნებლად!!! მატჩის შემდეგ ჯერ წაგებით გაგიჟებული თერიმი აძლევდა ინტერვიუს და შემდეგ კაპიტანი თურანი ცოფებს ყრიდა ინტერვიუს დროს!!! ისეთი უხეშობა იყო, მეშინოდა საბა არ დამტვრიათ , ასეთი ,, თავხედური,, გოლის შემდეგ!!! მაგარი მატჩი მოიგეს, ყოჩაღ!!!
დათო
04 მარტი 2021 14:17
0
მშცევიერი გოლი
მიშ
04 მარტი 2021 11:17
0
ბრავო საბა,სუპერგოლი თან ლიდერ გალასთანაეს გოლი ამის ფასს 200-300 ათასით აწევს.ეს ბიჭი დიდ პროგრესს განიცდის თურქეთში,შენგელიასგან განსხვავებით.ხასიათის ფეხბურთელად იქცა შენგელია.წარმატებები საბა.
master
04 მარტი 2021 10:10
0
კლასიკა
Zaza
04 მარტი 2021 08:42
0
მესიმ რო გაუკეთა ბოატენგს ფინალში მაგისი ზუსტი ასლია, ოღონდ სხვა რაკურსით
მინდია
04 მარტი 2021 01:11
0
აუ რა შეუსრულებია ტიპს,ბრავო საბა
ბაჩი
03 მარტი 2021 23:31
0

სიახლეები პოპულარული