ტრავმით გამოწვეული ხუთთვიანი პაუზის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძის "ეუპენთან" თასის მატჩში დაბრუნებას ამაოდ ველოდით. მართალია, ის მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა განაცხადში შეიყვანა, მაგრამ როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ ჯერ სათამაშოდ მზად არ არის.
"გენტი" კი 1/4-ფინალში სტუმრად 0:1 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. ამ სეზონში გუნდმა ყველა ფრონტზე წარუმატებლობა განიცადა: ევროტურნირებზე, ბელგიის თასზე, ჩემპიონატზე მე-12 ადგილზეა და დიდი ალბათობით, მედლებისთვის ვერ იბრძოლებს.
"გენტი" 8 მარტს "ოსტენდეს" მასპინძლობს და შესაძლოა, გიორგის თამაში მოუწიოს.