ქართული გოლეადა გრძელდება - ბუდუმაც გაიტანა[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ხან მთელი კვირა ისე გაილევა, ჩვენი ლეგიონერები თავს ვერაფრით გამოიჩენენ, დღეს კი გაგვახარეს, ერთობ. თანამემამულეებს თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძეც არ ჩამორჩა.

უნგრეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში ბუდუს "ფეჰერვარი" საკუთარ მოედანზე "პაკშის" დაუზავდა (2:2), ქართველმა კი გოლი 64-ე წუთზე გაიტანა, ანგარიში 2:0 გახადა და 75-ე წუთზე შეცვალეს. ამის შემდეგ სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს და ფრეს მიაღწიეს.

ზივზივაძემ ჩემპიონატის 22 მატჩში 6-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი, ხოლო მისი გუნდი 37 ქულით მესამე ადგილზეა და 7 მარტს გასვლაზე "ბუდაფოკის" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული