ნიკა ნინუა: ნაკრებში გამოძახებას ველოდები, იქნებ საბერძნეთთან ვითამაშო...

AutoSharing Option
სალონიკის პაოკ-ი საბერძნეთის თასის ნახევარფინალში გავიდა, ხოლო ნიკა ნინუმ 1/4-ფინალში "ლამიას" წინააღმდეგ გოლი გაიტანა და შეხვედრის შემდეგ მცირე კომენტარიც გააკეთა.

"თავს ძალიან სასიამოვნოდ ვგრძნობ, ბედნიერი ვარ, რომ შემდეგ ეტაპზე გავედით. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას თუ ველოდები? დიახ, რა თქმა უნდა, იქნებ მიხმონ კიდეც და საბერძნეთის გუნდთან ვითამაშო", - თქვა ნინუამ.

მომზადებულია sport-fm.gr-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 15 /
ბატონებო, საქართველოს ნაკრებში თამაში თქვენ კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ხომ არ გგონიათ? კაცს ფაქტიურად სეზონი გაუცდა, მხოლოდ ერთხელ შეცვლაზე შეუშვეს და თქვენ იმიტომ, რომ ჯარიმებს კარგად ურტყავს ნაკრებში თამაშს იმსახურებსო. კაცი პაოკის ძირითადში ვერ ხვდება და თქვენ ნაკრების ძირითადში ახვედრებთ რა სპორტია.
ჰავლაბრელი ტიღუა
18:10 14-04-2021
0
პაოკიდან არსადაც არ უნდა წავიდეს კარგ გუნდშია მოხვედრილი, იქ ბევრი უნდა იშრომოს, პაოკის ძირითადის ფეხბურთელი ალბათ მალე გახდება, რათქმა უნდა ნაკრებსაც მალე გამოადგება ნინუა.
ziko
13:44 05-03-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული