სალონიკის პაოკ-ი საბერძნეთის თასის ნახევარფინალში გავიდა, ხოლო ნიკა ნინუმ 1/4-ფინალში "ლამიას" წინააღმდეგ გოლი გაიტანა და შეხვედრის შემდეგ მცირე კომენტარიც გააკეთა.
"თავს ძალიან სასიამოვნოდ ვგრძნობ, ბედნიერი ვარ, რომ შემდეგ ეტაპზე გავედით. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას თუ ველოდები? დიახ, რა თქმა უნდა, იქნებ მიხმონ კიდეც და საბერძნეთის გუნდთან ვითამაშო", - თქვა ნინუამ.
მომზადებულია sport-fm.gr-ის მიხედვით