საბერძნეთის თასის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში პაოკ-მა სახლში 5:2 დაამარცხა "ლამია", დღეს კი საპასუხო შეხვედრა 1:1 დასრულდა. სალონიკური გუნდის მწვრთნელმა პაბლო გარსიამ ნახევარმცველი ნიკა ნინუა, რომელიც იჯარით "ანორთოსისში" არ გაუშვა და იშვიათად ათამაშებს, სასტარტოში დააყენა.
ნიკამ მე-14 წუთზე ანგარიში გახსნა - ბილიარდის ბურთივით ჩაუგდო მეკარეს და 68-ე წუთზე შეცვალეს.
"ლამიაში" გუგა ფალავანდიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ბაჩანა არაბული მწვრთნელმა დაასვენა.