"არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ წინ დიდი გუნდი დგას თუ პატარა..." - საბა ლობჟანიძე "გალათასარაის" დამარცხებას გამოეხმაურა

AutoSharing Option
გუშინ, თურქეთის სუპერლიგის 28-ე ტურში, "ანკარაგიუჯუმ" "გალათასარაის" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. აღსანიშნია, რომ ქართველმა საბა ლობჟანიძემ შესანიშნავი ბურთი გაიტანა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილიც შეიტანა.

"გალათასარაი" ყოველთვის უტევს. ჩვენ ამაზე წინასწარ ვიმუშავეთ. მათ სივრცეები აუცილებლად დარჩებოდათ, რაზედაც ვივარჯიშეთ და მივიღეთ ის, რაც ჩვენ გვინდოდა. ჩვენ კარგი გუნდი გვყავს. ეს ვთქვი "ჰატაისპორთან" მატჩისშემდგომ ინტერვიუშიც. ჩვენი თვითდაჯერება იზრდება. არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ წინ დიდი გუნდი დგას თუ პატარა, გამარჯვებისთვის აუცილებლად ვიბრძოლებთ", - განაცხადა საბამ.


მომზადებულია birmalumat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
საბა, იგივე უნდა ქნათ ნაკრებშიც! არა აქვს მნიშვნელობა, დიდ გუნდს ეთამაშებით თუ მომცროს!
0

სიახლეები პოპულარული