
რუსული საიტის, championat.com-ის გამომწერებმა ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის მე-20 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ხვიჩამ ხმების სრული რაოდენობის 34% მიიღო. მეორე ადგილზე მისი თანაგუნდელი ჯორჯე დესპოტოვიჩი გავიდა (23%), მესამე კი "ლოკომოტივის" პოლონელი ნახევარმცველი გრჟეგოჟ კრიხოვიაკი გახდა.
ხვიჩამ მოსკოვის "სპარტაკთან" ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, 2-ვე გოლში მიიღო მონაწილეობა და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.