ბექა ვაჩიბერაძე "ჩერნომორეცში" დაბრუნდა

AutoSharing Option
24 წლის ნახევარმცველი ბექა ვაჩიბერაძე კარიერას "ჩერნომორეცში" გააგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ოდესური კლუბი თავისი საიტით ავრცელებს.

ვაჩიბერაძე "ჩერნომორეცის" აღზრდილია და ამ გუნდში 20-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ბექა უკრაინის ყველა ასაკაბრივი ნაკრების წევრი იყო, 2017 წელს კი საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ის ბოლოს ბელგიის "ლომელში" თამაშობდა.

"ჩერნომორეცი" უკრაინის რანგით მეორე დივიზიონში მესამე ადგილზეა და პრემიერლიგაში დაბრუნებისთვის იბრძვის.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული