კვიპროსის საჩემპიონო რაუნდის მეორე ტურში "ანორთოსისი" "ომონიასთან" ფრეს დასჯერდა - 0:0.
თამაში ლამაზი სანახავი გამოდგა, ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, გიორგი ლორიამ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, თორნიკე ოქრიაშვილმა თავისი საფირმო მაკრატელათი სცადა გატანა, გიორგი ქვილითაიას კი მეკარემ ორჯერ არ დაანება გოლის გატანა.
"ანორთოსისში" ლორიამ, ბუბა დაუშვილმა და ოქრიაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, ქვილითაია კი სასტარტოში იყო და მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ 89-ე წუთზე შეცვალა.
"ანორთოსისმა" ზედიზედ მეორე მატჩი დაასრულა ფრედ, 14 მარტს, მე-3 ტურში "ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდება, იქამდე კი, 10 მარტს თასის განმეორებით 1/4-ფინალურ მატჩში "კარმიოტისას" შეხვდება. შეგახსენებთ, პირველი მატჩი ფამაგუსტურმა გუნდმა 2:1 მოიგო.