ჩაკვეტაძე ისევ ტრავმირებულია და ნაკრებს ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
"გენტის" მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა "ოსტენდესთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო.

მისი თქმით, ჩაკვეტაძეს კუნთის პრობლემა აქვს, ზუსტად არ იცის რა სირთულისაა ტრავმა, თუმცა იმედოვნებს, რომ სეზონის ბოლოსკენ გუნდის დახმარებას შეძლებს.

გიორგი "ეუპენთან" თასის მატჩის განაცხადში კი იყო, მაგრამ არ უთამაშია.

სამწუხაროდ, ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრებს მარტში ჩასატარებელ შეხვედრებშიც ვერ დაეხმარება.

მკითხველის კომენტარები / 32 /
გიო წამოდი რა მაგ დაწყევლილი გუნდიდან... სადამდე უნდა იტანჯო...არ მინდა ყენიასავით შენც იგივე გზა გაიარო...
ტორპედოელი
00:50 09-03-2021
0
კი მარა ამ ნაკრების ფეხბურთელებს ძალით გვიმტვრევენ რო ნაკრებში არ ითამაშონ თუ რა ხდება...ეს მარტო ჩაკვეტაძეს არ ეხება... ძაან დათარსულები ვართ...
მართა ლი
00:47 09-03-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული