თემურ ქეცბაია: მათემატიკა კარგად ვიცი...

AutoSharing Option
"ომონიასთან" კვიპროსის ჩემპიონატზე ნამატჩევს (0:0) ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ანორთოსისის" მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ისაუბრა:

"ვთვლი, რომ კარგი თამაში იყო. შესაძლოა, ფრე სამართლიანი შედეგია. იღბალი ცოტა ჩვენს მხარეზე რომ ყოფილიყო, გავიმარჯვებდით. იმაზე უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე ამ გუნდთან ადრე. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩემპიონობისთვის მებრძოლ ორივე გუნდს ზედიზედ შევხვდით და კარგად ვითამაშეთ. ამას გარდა, თასზე შეხვედრა გვაქვს. პაფოსში პირველი მატჩი მოვიგეთ, ახლა განმეორებითია.

როდესაც ვერ იგებ და ჩამორჩენა გაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ შეცდომები დავუშვით. მე დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია, შეიძლება ზოგიერთი არასწორი გადაწყვეტილება მივიღე. ყველაფერი
ჩვენზე არაა დამოკიდებული.

8 მატჩი, 24 ქულაა, მათემატიკა კარგად ვიცი. კონკურენტები ერთმანეთს უნდა დაუპირისპირდნენ. ასე რომ, ბოლომდე ვიბრძოლებთ და შანსი გვაქვს", - ციტირებს ქეცბაიას 24sport-ი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
midi temur wels tasi unda awiot...
midi temur
02:26 07-03-2021
1
წარმატებები თემურ! შენ პირველ რიგში სამართლიანი,პატრიოტი და კარგი კაცი ხარ, მწვრთნელიც რა თქმა უნდა!... ამ ყველაფრის მერე.




და კარგი კაცი ხარ
გიორგი კაჭკაჭიშვილი
01:27 07-03-2021
7

სიახლეები პოპულარული