კიევის "დინამომ" წიტაიშვილის მძიმე ტრავმის შემდეგ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო

AutoSharing Option
ტელეგრამ-არხ Футбольный рыцарь-ის ინფორმაციით, გიორგი წიტაიშვილის საიჯარო ხელშეკრულება "ვორსკლაში" დასრულებულია.

როგორც იცით, 20 წლის ნახევარმცველმა უკრაინის ჩემპიონატის მე-17 ტურში, სადაც მისი გუნდი გასვლაზე "მარიუპოლს" ეთამაშებოდა, მძიმე ტრავმა მიიღო.

წინასწარი ინფორმაციით, გიორგის მარცხენა ფეხის მეხუთე მეტატარალური ძვლის (ანუ ნეკა თითის) მოტეხილობა აქვს და დაახლოებით 2 თვე გაუცდება.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, "დინამომ" მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფეხბურთელის საიჯარო ხელშეკრულება "ვორსკლაში" შეწყვიტოს და ის კიევში დააბრუნოს, რათა მათი მეთვალყურეობის ქვეშ იყოს და გამოჯანმრთელება კარგად და მალე მოახერხოს.

მოგეხსენებათ, წიტაიშვილის შესახებ ბოლო პერიოდში უკრაინულ პრესაში
აქტიურად იწერება. მას საქართველოს მოქალაქეობის მიღება აქვს გადაწყვეტილი, უკრაინელები კი ურჩევენ, რომ ეს არ გააკეთოს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ყველაფერი გიორგიზეა დამოკიდებული(ვუსურვებ მალე ჩადგეს მწყობრში)რა თქმა უნდა შეეცდებიან მის გადაბირებას,მაგრამ მგონია,რომ ყველაფერი მასზეა დამოკიდებული და ჩვენს ფედერაციაზე,ის საქართველოს უფრო ჭირდება
sake
20:20 08-03-2021
0
Dინამოში დაბრუნება ნიშნავს რომ საქართველოს ნაკრებში ვეგარ Vიხილავთ!
Shalva
18:04 08-03-2021
8

სიახლეები პოპულარული