რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში ყაზანის "რუბინი" საკუთარ მოედანზე სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს" უმასპინძლებს.
მატჩის წინ "სპორტ ექსპრესმა" "რუბინის" სამწვრთნელო შტაბის წევრ ნიკიტა ვასიუხინთან დიდი ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც სხვადასხვა საინტერესო თემაზე ისაუბრა და ცხადია, ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო.
"ხვიჩა დღეს "რუბინის" საკვანძო მოთამაშეა. ის თავის პოზიციაზე რუსეთში ერთ-ერთი საუკეთესო გახლავთ. მის ნიჭიერებასა და ტალანტზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ქართველმა ბოლო 1 წლის განმავლობაში ძალიან მოუმატა.
ის ფიზიკურად უფრო მომძლავრდა, ბრწყინვალე დრიბლინგი აქვს და კორპუსის ჩადგმაც უფრო მყარად შეუძლია.
სლუცკი და მისი სამწვრთნელო შტაბი ხვიჩას მუდმივად
ყოველი ამხანაგური შეხვედრის შემდეგ დიდი ყურადღება თეორიულ სწავლებას ეთმობა. მწვრთნელები ფეხბურთელებს მიუთითებენ, თუ თამაშის რომელ ფაზაში აქვთ მოსამატებელი.
ასე არის ხვიჩაც... მას ადრე მხოლოდ დრიბლინგი ევალებოდა, მოატყუებდა ერთბაშად 3 ფეხბურთელს; ახლა კი კვარაცხელია ბურთის რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნებას ცდილობს.
შეხედეთ ხვიჩას სტატისტიკას "სპარტაკის" წინააღმდეგ. მისი ზუსტი გადაცემების პროცენტული მაჩვენებელი 60-ზე დაბალი იყო, მაგრამ ამით გუნდს რა დააკლდა?! - კვარაცხელია ბურთს მოედნის ისეთ ადგილზე კარგავს, სადაც მეტოქეს კონტრშეტევის შესაძლებლობა არ აქვს. მისი ზუსტი გადაცემით კი ძალიან მწვავე შეტევის განხორციელება და გოლის გატანა შეიძლება. ასე მოხდა კვარასა და დესპოტივიჩის მომენტის დროს, როდესაც ქართველმა სერბს საგოლე გადაცემა გაუკეთა".
ჟურნალისტმა ვასიუხინს კითხვა იმის შესახებაც დაუსვა, თუ რა დონეზეა დღეს ხვიჩა და რომელ ჩემპიონატსა თუ გუნდში შეუძლია კვარაცხელიას ასპარეზობა.
"შემიძლია ვთქვა, რომ კვარაცხელია, მაგალითად, "ლევერკუზენისა" და "სევილიას" დონის გუნდებში სათამაშოდ მზადაა. ვფიქრობ, მას შეუძლია ასეთ გუნდებში ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდეს და მნიშვნელოვან ფეხბურთელად იქცეს. დარწმუნებული ვარ, ხვიჩა კიდევ უფრო განვითარდება, რადგან ძალიან ძლიერი შემსრულებელია", - ამბობს ვასიუხინი.
შეგახსენებთ, რომ "რუბინისა" და "ზენიტის" დაპირისპირება დღეს, 8 მარტს, თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.
"ზენიტის" მწვრთნელის ნააზრევი - ნახეთ, როგორ აპირებს ის კვარაცხელიას შეჩერებას
პირველი ტაიმო დამთავრდა, ხვიჩას უკვე 8 დრიბლინგი აქვს, ნეიმარი ნერვიულობს.