მაკარიძის მშრალი მატჩი და მისი გუნდი ლა ლიგისთვის ბრძოლას განაგრძობს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სეგუნდა დივიზიონის 28-ე ტურში გიორგი მაკარიძის "ალმერიამ" სტუმრად "ჟირონა" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

გიორგიმ შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარა და ერთ-ერთ ეპიზოდში თავისი გუნდი აშკარა გაშვებულ გოლს გადაარჩინა. მაკარიძისთვის ეს მიმდინარე სეზონში მე-20 მატჩი იყო და კარი მშრალად მე-6-ედ შეინახა.

"ალმერია" 55 ქულით სეგუნდას ცხრილში მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ "მალიორკას" 5 ქულით ჩამორჩება. ლა ლიგაში პირდაპირ გადასვლის უფლებას სეგუნდაში პირველ ორ ადგილზე გასული გუნდები მოიპოვებენ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
იმედია სანიოლი ძირითად მეკარედ მაკარიძეს დააყენებს და არა ლორიას!
dato
18:52 09-03-2021
0
მომავალ სეზონში აღზევბულ ალმერიას კანკავა შეუერთდება თავისუფალი აგენტის სტატუსით
ბაჩი
00:22 09-03-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული