ხვიჩას "რუბინმა" "სპარტაკის" შემდეგ "ზენიტსაც" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინმა" სახლში ლიდერ "ზენიტს" 2:1 სძლია.

გასულ ტურში "სპარტაკის" დამარცხების (2:0) შემდეგ "რუბინმა" "ზენიტთანაც" მაგრად იბრძოლა. მოედანი საშინელ მდგომარეობაში იყო. პეტერბურგელები უხეშობას არ ერიდებოდნენ. მე-18 წუთზე ექსრუბინელ აზმუნთან შეჯახების შემდეგ მუსაევს სისხლი წამოუვიდა და მოედნიდან სამედიცინო პერსონალმა გაიყვანა.

41-ე წუთზე დესპოტოვიჩმა პენალტით მასპინძლები დააწინაურა, 75-ე წუთზე აზმუნმა ანგარიში გაათანაბრა, 90+2-ე წუთზე კი მაკაროვმა გამარჯვების გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ 90+6-ე წუთზე "რუბინის" მეკარე დიუპინმა ძიუბას დარტყმული თერთმეტმეტრიანი მოიგერია.

ხვიჩამ შეუცვლელად ითამაშა, აქტიური იყო, "ზენიტის" მცველები ეუხეშებოდნენ
და ლოვრენს ყვითელი ბარათი მიაღებინა.

Sportall.Ge

"რუბინმა" 8 წლის შემდეგ პირველად მოუგო "ზენიტს" ერთ სეზონში ორივე მატჩი, 34 ქულით მე-8 ადგილზეა და 14 მარტს სტუმრად "უფას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ამდენს ჩვენი ნაკრების თამაშზე არ მინერვიულია, რას მიშცება ეს ხვიჩა, გამხადა რუბინის თავგადაკლლი გულშემატკივარი.
ჟორა
21:19 08-03-2021
4
ეს უეჭველი რუსეთის ჩემპიონატია? ბარსა-რეალი, დორტმუნდი-ბაიერნის ნაირი თამაში იყო, მოიკლეს რუბინის ბიჭებმა თავი! ეს ის არის რაც ჩვენებს დიდი დოზით აკლიათ! სასწაული თამაში იყო! დიუპინი man of the match, სლუცკი გენიალური მწვრთნელია!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
21:30 08-03-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული