ხვიჩას "რუბინმა" "სპარტაკის" შემდეგ "ზენიტსაც" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინმა" სახლში ლიდერ "ზენიტს" 2:1 სძლია.

გასულ ტურში "სპარტაკის" დამარცხების (2:0) შემდეგ "რუბინმა" "ზენიტთანაც" მაგრად იბრძოლა. მოედანი საშინელ მდგომარეობაში იყო. პეტერბურგელები უხეშობას არ ერიდებოდნენ. მე-18 წუთზე ექსრუბინელ აზმუნთან შეჯახების შემდეგ მუსაევს სისხლი წამოუვიდა და მოედნიდან სამედიცინო პერსონალმა გაიყვანა.

41-ე წუთზე დესპოტოვიჩმა პენალტით მასპინძლები დააწინაურა, 75-ე წუთზე აზმუნმა ანგარიში გაათანაბრა, 90+2-ე წუთზე კი მაკაროვმა გამარჯვების გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ 90+6-ე წუთზე "რუბინის" მეკარე დიუპინმა ძიუბას დარტყმული თერთმეტმეტრიანი მოიგერია.

ხვიჩამ შეუცვლელად ითამაშა, აქტიური იყო, "ზენიტის" მცველები ეუხეშებოდნენ
და ლოვრენს ყვითელი ბარათი მიაღებინა.

Sportall.Ge

"რუბინმა" 8 წლის შემდეგ პირველად მოუგო "ზენიტს" ერთ სეზონში ორივე მატჩი, 34 ქულით მე-8 ადგილზეა და 14 მარტს სტუმრად "უფას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 16 /
მაკაროვმა გაისროლა
მეგრელი
13:23 09-03-2021
0
რუბინს მთელი ნახევარდაცვა აკლდა, მცველმაც ტრამვა მიიღო, ვინც უყურა დამეთანხმება როგორი თავდადებით იბრძოდა რუბინი, ესაა მონდომება და კიდევაც დაუფასთად. საქართველოს ნაკრებს ასე, რომ მონდომებინა დღეს ევროპაზე ვიქნებოდით თავაწეულები.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული