sportbox: კვარაცხელიას ღვთის ნაპერწკალი გააჩნია - კიდევ რა გვხიბლავს ხვიჩაში?

AutoSharing Option
sportbox-მა რუსეთის პრემიერლიგაზე "რუბინის" მიერ "ზენიტის" დამარცხების (2:1) შემდეგ ყაზანური გუნდის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია შეაქო:

ხვიჩა და დესპოტი: დიდებულად იმუშავეს!

"მატჩის ყურებისას ჩვენ ყურადღება ტანდემზე გავამახვილეთ, რომელიც როგორც წესი, ყაზანელთა შეტევაში ტონის მიმცემია. სრულყოფილი ურთიერთმოქმედებით ლეგიონერებმა ამჯერად ვერ გაიბრწყინეს, მაგრამ გამარჯვებისათვის საფუძვლიანად გაისარჯნენ - თითოეული საკუთარ სტილში.

კარგი ფეხბურთელი შეიძლება გახდე. ნიჭიერად უნდა დაიბადო. მხოლოდ ფიზიკური მონაცემები და ვარჯიშებზე შრომისმოყვარეობა საკმარისი არაა. ღვთის ნაპერწკალია საჭირო და ხვიჩას თამაშში ის მოჩანს.

რუსულ მიწაზე პირველივე მატჩებში მან თავი არასტანდარტულად მოაზროვნედ წარმოაჩინა. ამასთან,
სახეზე სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც თამაშის კითხვისას ლოგიკა არ არსებობს - მსუყე პლუსია. "ზენიტთან" მატჩმა ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუმცა ყველა ტექნიკური ფეხბურთელისთვის ძალიან მოუხერხებელია ასეთი მოედანი და მასპინძელთა საკადრო პრობლემები მომგებიან ხარისხს ვერ განაპირობებდა.

შეეცადე გამოიცნო!

ქართველი ნახევარმცველის მოქმედების გამოცნობა, ისევე, როგორც მის მიერ ჩატარებული მატჩების უმრავლესობაში, შეუძლებლად მოჩანდა. თავში სვლები ქვეცნობიერში იბადებოდა და ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში ნაკარნახევი იყო. ბურთთან მუშაობის უნარი არასოდეს არ მოდიოდა სათამაშო ინტელექტთან წინააღმდეგობაში. მაგალითად, უკვე მე-3 წუთზე თავის პერსონალურ მეურვე ვიაჩესლავ კარავაევს ამოცანა დაუსახა, რომელიც მან ვერ ამოხსნა: ბურთს არ შეეხო, პიტერელისგან ერთ მხარეს გაატარა და მეორე მხარეს დაეუფლა. მცველი, ეტყობა, ვერც მიხვდა, რა მოხდა. ასეთი ეპიზოდების გახსენება მრავლად შეიძლება.

ფეხების სისწრაფემ და ბურთის მოქმედებისას ოპერატიულობამ არაერთხელ გაოცებული დატოვა ოპონენტები: გამოცნობა იმისა, თუ რას გამოაძრობს "ფოკუსნიკი" ცილინდრიდან, ძალზე პრობლემატური გახლდათ. მჭიდრო მეურვეობა მაშინაც კი არ მუშაობდა, როდესაც ყოველი მხრიდან გარშემორტყმულ ჰავბეკს თითქოს გამოსავალი არ გააჩნდა. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ პირით ხაზთან მიჯაჭვული მარდი ფეხების მქონე ფლანგელი ერთბაშად სამ პიტერელს გაექცა.

თარგმნის სირთულე

აბსოლუტურად თვითკმარი კვარაცხელია ეგოისტურად როდი მოქმედებდა, მუდამ მზად იყო პარტნიორებთან ეურთიერთა და პასები, როგორც წესი, ადრესატამდე აღწევდა. ერთადერთი, რაც ამჯერად ქართველს არ გამოსდიოდა, ეს წინ წაწეულ ჯორჯე დესპოტოვიჩთან ურთიერთქმედება იყო.

საერთო საფეხბურთო ენის მონახვა მათ არ უჭირთ, ახლა კი მხოლოდ ორ-სამჯერ მოახერხეს ამ ენაზე დალაპარაკება, მაგრამ ურთიერთგაგება ვერ შეძლეს.

მხოლოდ შეტევაში კი არა

კვარაცხელია მისთვის ჩაბარებულ ფრთაზე პრაქტიკულად არცერთხელ არ ჩავარდნილა. თავის ვიზავის, კარავაევს პირისპირ ხვდებოდა, თუმცა ის სამუშაოსგან თავისუფალ დროს გუნდის შეტევაში მხარდაჭერას ცდილობდა. ერთხელ დიუპინს დაურტყა კიდეც და საოცარი რეაქცია გამოავლენილა. თუმცა უფრო ხშირად ხვიჩასთან ბრძოლას გაურბოდა და ბურთს პარტნიორებს აწვდიდა.

ართმევაში "რუბინის" იერიშთა წამომწყები ჩინებულად გამოიყურებოდა. მოჩანდა, რომ შესაბამის უნარებს უნაკლოდ ფლობს და ბრძოლებში ჩართვის სურვილსაც ვერ დავუკარგავთ. ნათელი მაგალითი - მეორე ტაიმის დასაწყისში, როცა ბურთი დაკარგა, მეტოქეს გამოგლიჯა და თითქოს ჩაგდებული შეტევა ხელახლა წამოიწყო.

კიდევ რა გვხიბლავს ხვიჩაში - ეს ბიჭი პიჟონი არ არის. არანაირი ქედმაღლობა და მოწინააღმდეგეებსაც პატივისცემით ეპყრობა. წააქცევს, წამოაყენებს, მხარზე ხელს მეგობრულად მიარტყამს; თავად აღმოჩნდება გაზონზე (ეს კი რეგულარულად ხდება) - სიმულაციას არ დაიწყებს, ადგება და მეტოქისათვის თავისი შავი საქმის დასამთავრებლად გაემართება".

მკითხველის კომენტარები / 19 /
ძალიან მაგარია და ჯერ კიდევ ბევრი არ გამოუმჟღავნებია იმიტომ რომ თამაშიდან თამაშ უმჯობესდება და ლიმიტს ჯერ ვერ ვხედავ. მოედანი საშინელი იყო და ისეთი რაღაცეები აკეთა რომ კომენტატორებსაც უკვირდათ ასეთ მოედანზე ამას როგორ ახერხებსო. უდიდესი ტალანტია და ეტყობა ტაქტიკასაც კარგად ასწავლიან და თვითონაც ალბათ ბევრს უყურებს უკეთეს ლიგებს, დიდ გუნდებს , აანალიზებს და სწავლობს. დაცვაშიც დიდი სამუშაო გასწია არა ჩერდება. დესპოტმაც მაგრად ითამაშა და მაკაროვმაც დაგლიჯა. ბაკაევისგან მეტი შეიძლება. მოკლედ სლუცკი ძალიან მომწონს როგორც მწვრთნელი. Aი მისნაერი მწვრთნელი მოუხდებოდა საქართველოს ნაკრებს და მაგრად აათამაშებდა. ბევრი რამით ცოტა კვარა ფიგუს მაგონებს, რომელსაც ასე უდიდეს სისწრაფეზე უყვარდა ყველაფრის გაკეთება და მოედნის ხედვა. ჩოტა შორიდან დარტყმები რომ გააუმჯობესოს კარგი იქნებოდა. მე მგონია დიდი პოტენციალიაქვს და დიდ ლიგებში და დიდი გუნდები მალე აინტერესდებიან და მხედველობაში მაქვს უპირველესად პრემიერ ლიგა, ესპანთი, გერმანია, იტალიის დიდი გუნდები.
niko
05:49 10-03-2021
0
ჭირი მე შენი
ამო
00:05 10-03-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული