კვარაცხელია ამომავალი ვარსკვლავების გვერდითაა - ხვიჩამ მორიგი აღიარება მოიპოვა

AutoSharing Option
შვეიცარიულმა საფეხბურთო ობსერვატორიამ (CIES) 2001, 2002 და 2003 წლებში დაბადებული საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელები დაასახელა.

ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ 2001 წელს დაბადებულებს შორის სიაში მოხვდა ყაზანის "რუბინის" ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც 25-ე ადგილი დაიკავა.

2001 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს შორის რეიტინგს "არსენალის" ფორვარდი ბუკაიო საკა ლიდერობს, შემდეგ ორ ადგილს კი "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი მეისონ გრინვუდი და "მონაკოს" მცველი ბენუა ბადიაშილე იკავებენ.

რეიტინგში ასევე ამოიკითხავთ ისეთი ამომავალი ვარსკვლავების გვარებს, როგორებიც "ალკმაარის" ვუნდერკინდი მაირონ ბოადუ და "სიტის" ფეხბურთელი ერიკ გარსია არიან.

აქვე გეტყვით, რომ 2000
წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის საუკეთესო ტალანტად "დორტმუნდელი" ჯეიდონ სანჩო, 2002-ში დაბადებულთა შორის "ბარსელონას" შემტევი პედრი გონსალესი, 2003 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის კი პირველ პოზიციას "ლევერკუზენის" ნახევარმცველი ფლორიან ვირტცი იკავებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
მაგრად მომწონს ამ ბიჭის არა მარტო თამაშის სტილი, არამედ მისი თავმდაბლობა, საქმისადმი მიდგომა, ქცევა, ცხოვრების სტილი, ყველაფერი აქვს და რაც მთავარია ფეხბურთით ცოცხლობს, წარმატებები ხვიჩა, დიდი იმედი გვაქვს შენი თაობის, ეგება გვეღირსოს სიხარული ამდენი წლების მერე.
მეგრელი
16:16 10-03-2021
1
ამომავალი და მერე ჩამქრალი ვარსკვლავი ბევრი გვინახავს, მაგრამ ხვიჩა დიდი ფეხბურთელი გახდება, გამომდინარე მისი მენტალობიდან და საქმისადმი მიდგომით. ის მეგავარსკვლავი გახდება, აი ასე.
0

სიახლეები პოპულარული