ქვილითაიას სუპერგოლი, ოქრიაშვილის ტრავმა და "ანორთოსისის" მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის ჩემპიონატის 30-ე ტურში "ანორთოსისი" საკუთარ მოედანზე აელ-თან 1:2 დამარცხდა.

სტუმრები ბელგიელმა თავდამსხმელმა რიან მაემ დუბლით დააწინაურა, 45+4-ე წუთზე კი გიორგი ქვილითაია დრიბლინგით სამ მცველს გასცდა და ერთი საპასუხო გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში მასპინძლები ბევრს ეცადნენ, მაგრამ თამაშის შემოტრიალება ვერ შეძლეს. აღსანიშნავია, რომ შეცვლაზე შესულმა მანიასმა 84-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა.

"ანორთოსისში" გიორგი ლორიამ, ბუბა დაუშვილმა (ყვითელი ბარათი მიიღო) და გიორგი ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი სასტარტოში იყო, მაგრამ 76-ე წუთზე
ტრავმა მიიღო და შეცვალეს.

"ანორთოსისმა" ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა და 53 ქულით მეოთხე ადგილზე დარჩა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
კარგ ფორმაშია ქვილითაია ჩემთვის მართლა გაუგებარი იყოო რატომ არ ენდობოდნენ გენტში და რატო აძლევდნენ სათამაშო დროს გიორგიმ დაამტკიცა რომ იმსახურებდა უფრო მეტს ვიდრე გენტში იღებდა წარმატებები ქვილითაიას ოქრის ყველას ნაკრებშიც იმედი მაქვს გამოიჩენენ თავს.
ზაზა
01:15 22-03-2021
0
ყოჩაღ გიორგი!მისი ასეთი დრიბლინგი და გოლი,არასოდეს მინახია.ოქრის ტრავმამ კი,ძალიან შემაშფოთა.ნაკრებისთვის ძალიან საჭირო ფეხბურთელია
სოსო
23:52 21-03-2021
1

სიახლეები პოპულარული