კვიპროსის ჩემპიონატის 30-ე ტურში "ანორთოსისი" საკუთარ მოედანზე აელ-თან 1:2 დამარცხდა.
სტუმრები ბელგიელმა თავდამსხმელმა რიან მაემ დუბლით დააწინაურა, 45+4-ე წუთზე კი გიორგი ქვილითაია დრიბლინგით სამ მცველს გასცდა და ერთი საპასუხო გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში მასპინძლები ბევრს ეცადნენ, მაგრამ თამაშის შემოტრიალება ვერ შეძლეს. აღსანიშნავია, რომ შეცვლაზე შესულმა მანიასმა 84-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა.
"ანორთოსისში" გიორგი ლორიამ, ბუბა დაუშვილმა (ყვითელი ბარათი მიიღო) და გიორგი ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი სასტარტოში იყო, მაგრამ 76-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს.
"ანორთოსისმა" ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა და 53 ქულით მეოთხე ადგილზე დარჩა.