ლოჩოშვილის სადებიუტო გოლი და კიტეიშვილის დაბრუნება

AutoSharing Option
ავსტრიის ბუნდესლიგის 22-ე ტურში "ვოლფსბერგერმა" ვენაში 5:3 დაამარცხა "აუსტრია. სტუმართა გუნდში შეუცვლელად ითამაშა ლუკა ლოჩოშვილმა და გოლიც გაიტანა. ეს ავსტრიაში მისი პირველი გოლია.

ლოჩოშვილის თანაგუნდელი გურამ გიორბელიძე სათადარიგო იყო. "ვოლფსბერგერი" 33 ქულით მე-5 ადგილზეა.

ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა "შტურმის" ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც "ადმირასთან" გასვლით მატჩში 78-ე წუთამდე ითამაშა. გრაცული გუნდი 39 ქულით მე-4 პოზიციაზეა.

კიტეიშვილი და გიორბელიძე საქართველოს ნაკრებში გამოძახებულები არიან, ლოჩოშვილი კი - არა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
Ra unda lochoshvils nakrebshi..kashia perspeqtiuli maincaa da naxet tu ar moumatebs
Levani
15:45 22-03-2021
2
გიორბელიძეს იძახებ და ლოჩოშვილს არა? პარადოქსი ამას ქვია. არ ვიცი, დაცვაში სრული კატასტროფაა, ალბათ ნახევარმცველებს დააყენებენ მცველებად. კაკაბაძე სკამს ხეხავს, ხოჭოლა, უთამაშებელია, კანკავა ბურთს ვერ ეწევა, კაშია უთამაშებელი, რას აპირებენ? და ლოჩოშვილს არ იძახებ. მაკარიძეს არ იძახებ. არ ვიცი.
ლევან მაღლაკელიძე
11:56 22-03-2021
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული