ცნობილი გახდა, რა შემთხვევაში დაიწყებს "სევილია" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობას

AutoSharing Option
larazon.es-ის ცნობით, "სევილია" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეტევის გაძლიერებას გეგმავს.

ანდალუსიელთა პრიორიტეტი "ალკმაარის" ფორვარდის, მაირონ ბოადუს შეძენა იქნება.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, თუ "სანჩეს პისხუანის" ბინადრებმა ნიდერლანდელი თავდამსხმელი ვერ დაიმატეს, ისინი ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებას შეეცდებიან.

ბოადუსაც და ქართველსაც არაერთი მსურველი ჰყავს და მოვლენების განვითარება მართლაც საინტერესო იქნება.

"სევილიას" ინტერესზე კი კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა შემდეგი თქვა, რაც აღნიშნულ ინფორმაციას სრულად ადასტურებს:

"ხვიჩაზე ჯერ "სევილია" ოფიციალურად არ გამოსულა, ის "რუბინის" მოთამაშეა. თუმცა, გასაგებია, ხვიჩა ადრე თუ გვიან რუსეთის ჩემპიონატს დატოვებს, მაგრამ
ამისათვის სერიოზული წინადადება უნდა იყოს. ჩვენ ჯერ დაველოდებით, არსად გვეჩქარება. "რუბინში" მას ყველაფერი აწყობს, ვითარდება და პროგრესირებს.

ესპანელებთან გოლი? გოლი, როგორც გოლი, მაგრამ ეს ძალიან კარგია. ეს მისთვის დიდი სტიმულია, ყოველდღე კი არ უტან ესპანელებს. უცბად დაივიწყებს ამ გოლს და შეუპოვრად გააგრძელებს მუშაობას, რათა უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელი გახდეს",
- ციტირებს ჯუღელს Sport24-ი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
სევილია მასკიროვკააა არ დაიჯეროთ.. 0.01% არის შანსი იმის რომ, თუ ლიგაზე გავიდა რუბინი კაი ზღაპარსაც ვიხილავთ.. გაუჭირდება სასტავის შენახვა მაგრამ შეეცდება რუბინი მაინც,
ხვიჩას გარეშე სხვა ფეხბურთელებიც წავლიან სარფიანად გაუყიდვა რამდენიმე ფეხბურთელის ლიგის მერეა შესაძლებელი..
ჩორნა
23:04 03-04-2021
0
მორჩა სევილია გამოირიცხა, თან 4-5 წელში ლიგიდან გავარდება.თუმცა თითქმის გრანდია.
dsag
02:54 31-03-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული