ცნობილი გახდა, რა შემთხვევაში დაიწყებს "სევილია" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობას

AutoSharing Option
larazon.es-ის ცნობით, "სევილია" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეტევის გაძლიერებას გეგმავს.

ანდალუსიელთა პრიორიტეტი "ალკმაარის" ფორვარდის, მაირონ ბოადუს შეძენა იქნება.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, თუ "სანჩეს პისხუანის" ბინადრებმა ნიდერლანდელი თავდამსხმელი ვერ დაიმატეს, ისინი ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებას შეეცდებიან.

ბოადუსაც და ქართველსაც არაერთი მსურველი ჰყავს და მოვლენების განვითარება მართლაც საინტერესო იქნება.

"სევილიას" ინტერესზე კი კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა შემდეგი თქვა, რაც აღნიშნულ ინფორმაციას სრულად ადასტურებს:

"ხვიჩაზე ჯერ "სევილია" ოფიციალურად არ გამოსულა, ის "რუბინის" მოთამაშეა. თუმცა, გასაგებია, ხვიჩა ადრე თუ გვიან რუსეთის ჩემპიონატს დატოვებს, მაგრამ
ამისათვის სერიოზული წინადადება უნდა იყოს. ჩვენ ჯერ დაველოდებით, არსად გვეჩქარება. "რუბინში" მას ყველაფერი აწყობს, ვითარდება და პროგრესირებს.

ესპანელებთან გოლი? გოლი, როგორც გოლი, მაგრამ ეს ძალიან კარგია. ეს მისთვის დიდი სტიმულია, ყოველდღე კი არ უტან ესპანელებს. უცბად დაივიწყებს ამ გოლს და შეუპოვრად გააგრძელებს მუშაობას, რათა უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელი გახდეს",
- ციტირებს ჯუღელს Sport24-ი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ჯერ ისო და მერე თუ ის არგამოვიდა მერე კვარაცხელიაო. ხოდა იყიდონ ის, კვარაცხელიას არავის სახვეწარი და მეორე ნომრად სამყოფი არაფერი ჭირს. თან კარგად გვახსოვს სევილიამ აბურჯანიას რაგაუკეთა, ჯერ იყიდა მერე სევილია ბ-ს სკამი ახეხინა და საერთოდ გააფუჭა. ამიტომაც გენტები და სევილიები არუნდა გვაინტერესებდეს ამ შემთხვევაში
შოთა
14:06 30-03-2021
8
სათადაეიგო ვარიანტად განიხილავენ?!... დრო მოვა და მგონი სევილიას დირექტორსაც შეიწირავს ხვიჩა როგორც კიკნაძე შეიწირა ლოკომოტივში ჰაჰაჰაჰა. ხვიჩა ნებისმიერ გუნდში შეუLIA თAMAში ეს უჯვე არა ერთხელ დაამტკიცა. ბევრ გოლს ნუ მოვთხოვთ ის ნახევარ მცველია და არა თავდამსხმელი ამ ეტაპზე ნელ ნელა გოლებსაც შეყრის მთავარია მისი ლამაზი თამაში და საგოლე გადაცემები . ხვიჩას ტრანსფერზე მუშაობენ უჯვე ტოპ კლუბები კულისებში უბრალოდ არ ხმაირდება მალე გაჟონავს ინფორმაცია მოთმინება მოთმინება მეგობრებო წარმატებები კვარა ❤❤❤
ემიგრანტი
21:14 30-03-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული