"შანსია მიქაუტაძისთვის" - როგორ ეხმაურება გიორგის შესაძლო დაბრუნებას ბელგიური მედია

AutoSharing Option
ბელგიური გამოცემა "პროქსიმუსი" ამ უქმეებზე გასამართი ტურის წინ ბელგიის მეორე დივიზიონის კლუბ "სერენზე" საუბრობს. გიორგი მიქაუტაძის მეორეადგილოსანი გუნდი გათამაშების ლიდერს, "სტ. ჟილეზს" სტუმრობს...

გამოცემა აღნიშნავს, რომ "აწ უკვე საქართველოს ნაკრების შემტევის ტრავმა მსუბუქი აღმოჩნდა, რითაც გიორგის შესაძლებლობა მიეცემა, შაბათს მეტოქის კარის აღების შემთხვევაში დანტე ვანზეირს ბომბარდირთა დავაში გადაასწროს და ბელგიის რიგით მე-2 ლიგის საუკეთესო გოლეადორობის ტიტული დაიბრუნოს. ეს შანსია მიქაუტაძისთვის".

შეგახსენებთ, მიქაუტაძე ამ მომენტისთვის 18 გოლით მე-2 ადგილს იკავებს, ხოლო მისი წინამორბედი 19 გოლით ლიდერობს.


თვის" - როგორ ეხმაურება გიორგის შესაძლო დაბრუნებას ბელგიური მედია" style="height: 50px; width: 50px;" />გიორგი მიქაუტაძე: იძულებული ვარ აპრილის თვის მატჩები შევწყვიტო


მკითხველის კომენტარები / 23 /
ჩემი აზრით ამ ბიჭის ახლა არ თამაშმა ბევრად მეტი შანსი მისცა ნაკრებში თამაშის მომავალში გულშემატკივრებმა და მწვრთNელებმაც ნახეს საქმეში ქვილითაიც და ზვიზვივაძეც და მე პირადად ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ 10 კაცით ვთამაშობდით ასე რომ შემდეგ შეკრებაზე მიქაუტაძეც მეტი შანსი ექნება ძირითადში თამაშის.
გიორგი
13:53 02-04-2021
0
პირველ რიგში რასაც ვამბობდი ხომ ზუსტად ისე აღმოჩნდა და ვიღაცეები დისლაიქებს მიწერდნენ. ვამბობდი არ მჯერა თქო! ის ტრავმა იყო მოგონილი რამე! მეორეც ვილი სანიოლს სოლიდარობას ვუცხადებ, თუ ამან მოითხოვა ძირითადი და მერე ეწყინა ან რამე ეგეთი. თუ ასეა მწვრთნელის სიმკაცრე სრულიად გასაგები იქნება. მაგრამ იმედია უბრალოდ არ უთხრეს ამ ციკლში არ გათამაშებთ და წადიო. მეეჭვება, რომ კაცი, რომელიც ჩვენ ნაკრებში თამაშს დათანხმდა, მერე დროის სიმცირის გამო დაბრუნებულიყო უკან. ფაქტია, რომ როგორც არ უნდა იყოს, შვედეთთანაც , ესპანეთთანაც და მითუმეტეს საბერძნეთთან - ეს ბიჭი რომ ყოფილიყო ანგარიში სხვა იქნებოდა, შეიძლებოდა სამივე მოგვეგო.
გადასარევი გიორგი
15:06 02-04-2021
6

სიახლეები პოპულარული