express.de: "ბაიერნმა" შეიძლება კვარაცხელია შეიძინოს

AutoSharing Option
გერმანული "ექსპრესი" იტყობინება, რომ "ბაიერნს" გუნდის გაახალგაზრდავება სურს, საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" 20 წლის გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიათი დაინტერესდა, რომელიც ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და ზაფხულში მისი დამატება უნდა.

გამოცემა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის ნათქვამს ციტირებს, რომელიც თავის კლიენტს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს.

ეს სტატია ფაქტიურად ორიოდ დღის წინ "SPORT1"-ში "ესტადიო დეპორტივოზე" დაყრდნობით გამოქვეყნებული მასალის ინტერპრეტირებული ვარიანტია.

ხვიჩამ ამ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 20 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვლიფიკაციო ტურნირზე ესპანეთისა და საბერძნეთის ნაკრებების კარი დალაშქრა, ყაზანურ
კლუბთან კი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 20 /
არა არა და კიდევ ერთხელ არა. ბაიერნში თამაშობს დუგლას კოშტა, ლეროი სანე, სერჟ გნაბრი. ამ მოთამაშეების გვერძე შეიძლება დაგვეჩაგროს ეს ბიჭი. ბარსას ბაიერნს და რეალს რა ჯობია მაგრამ მაგის დროც მოვა, ჯერ ისეთი გუნდი სჭირდება სადაც დროს მიიღებს მაგალითად სევილიას მსგავსი გუნდი კარგიიქნება, ან ლაიპციგი ანრავი ბორუსია თუნდაც. ნუ ჩემიაზრით ბუბდესლიგა ან საფრანგეთის ჩემპიონატი უკეთესია რადგან ტოპ 5 ჩემპიონატს თუ გადავხედავთ შედარებით ამორ ჩემპიონატში უფრო მარტივია. იტაალის, ესპანეთის და ინგლისის ჩემპიონატები უფრო რთულია, ჯერ ამით დავიწყოთ და მერე ბაიერნიც იქნება ღვთის წყალობით. ერლინგ ჰაალანდის მაგალითი აიღეთ ყველა გუნდი ეპატიჟებოდა მაგრამ დორტმუნდი აირჩია, და ამ ზაგხულს გადავა სუპერგუნდში
8
ჩემმა რჩევა ჭირი მოგჭამოთ, მაგრამ მაინც ვიტყვი: ჯერ გამართულად ანბანს სწავლობენ, რომანების კითხვაზე მერე გადადიან. ხედავთ როგორ გაიბრწყინა რუბინში? ეს იმიტომ, რომ კარგი მწვრთნელის ხელში აღმოჩნდა და რაც მთავარია სათამაშო დრო მიიღო. ტოპ 5-ის გუნდებში კი შენი თამაშის სასწავლებლად არავის სცალია, იქ, უკვე პროფესორი უნდა მიხვიდე.
ჟორა გაბრიჭიძე
10:05 03-04-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული