voetbalnieuws-მა "გენტის" ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეზე წერილი გამოაქვეყნა და მისი მდგომარეობის შესახებ გუნდის მწვრთნელის ჰეინ ვანჰაზებრუკის კომენტარიც დაურთო:
ვანჰაზებრუკი ჩაკვეტაძის შესახებ საგანგაშო სიახლეს გვამცნობს
"გიორგი ჩაკვეტაძე ოდესმე ჩადგება მწყობრში? "გენტში" მოსვლისას ის დიდ ტალანტად ითვლებოდა და ისე მოჩანდა, ამართლებდა მოლოდინს, ვიდრე ტრავმათა სერიამ არ შეაწუხა.
თითქოს ბოლოს და ბოლოს ჩაკვეტაძე დაბრუნების გზას დაადგა, რადგან სანაკრებო პაუზისას ამხანაგურ მატჩებში საკმაო სათამაშო დრო მიეცა. "სტანდარდთან" შეხვედრის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჰეინ ვანჰაზებრუკმა მოულოდნელად გიორგიზე სიახლე შეგვატყობინა:
"მას კვლავ მოუხდა საწვრთნელი პროცესის მიტოვება და მხოლოდ
გუშინ შეუერთდა საერთო ჯგუფს. ამდენად, დასადგენია, რამდენად იქნება მზად".
"მას კვლავ მოუხდა საწვრთნელი პროცესის მიტოვება და მხოლოდ
ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასი სულ ცოტა ხნის წინ 9 მილიონ ევროს შეადგენდა, მაგრამ მას შემდეგ მუდმივად მუხლის პრობლემა აქვს. ასე რომ, უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, ადგილი ხომ არ აქვს ისევ ძველი ტრავმის რეციდივს".
ბელგიის ჩემპიონატის 32-ე ტურის მატჩი "სტანდარდსა" და "გენტს" შორის" 4 აპრილს ლიეჟში გაიმართება და დღეს გაირკვევა, შეიყვანენ თუ არა ქართველ ლეგიონერს განაცხადში.
რუსები ოკუპანტები ატიან და ქარჸველ ფეხბურთელებს კლავენ ხო??