ხვიჩა: მატჩის წინ სლუცკიმ მითხრა, რომ გოლს გავიტანდი

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში "რუბინმა" "სოჭის" 1:0 მოუგო, ნამატჩევს კი კლუბის საიტმა ინტერვიუ გოლის ავტორს, ხვიჩა კვარაცხელიას ჩამოართვა.

- ემოციები ძალიან დადებითია, რადგან გუნდმა გაიმარჯვა, მე კი კარგი გოლი გავიტანე. ჩემთვის ეს ძალიან კარგია.

- თამაშის შემდეგ სლუცკიმ რა გითხრა?
- მომილოცა. შეხვედრის წინ მან მითხრა, რომ გავიტანდი და ასეც გამოვიდა.

- მოგების შემდეგ გასახდელში როგორი ატმოსფეროა?
- ჩვენი გასახდელი ყოველთვის პოზიტიურია, ვინაიდან ერთი გუნდი, ერთი ოჯახი ვართ.

- სასტარტოში რატომ არ იყავი?
- ლეონიდ ვიქტორის ძეს ვესაუბრე და გადავწყვიტეთ, რომ უკეთესი იქნებოდა,
თუ პირველ ტაიმში დავისვენებდი, რადგან ნაკრებში ვითამაშე, მერე კი ხანგრძლივი მგზავრობა მომიწია.

- შენ ესპანელებს გაუტანე, ბერძნებს, ახლა "სოჭის. ეს როგორ გამოგდის?
- არ ვიცი, ვმუშაობ. მადლობა ღმერთს, რომ ამას ვახერხებ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ხვიჩა ბიძიკო, შენი თამაშით და მიღწევებით, ჩვენ ქართველები ძალიან ვამაყობთ, რადგან ჩვენისთანა ქართველი ხარ... მინდა შენი მშობლები დაგილოცო. წარმატებები....
Baduri
15:30 04-04-2021
0
ჩვენი პელეიც მარადონაც და მესიც ხარ ბუჭოოოოოოო
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული