ჯუღელი კვარაცხელიას ტრანსფერის გასაჩარხად იტალიაში მიფრინავს

AutoSharing Option
"Матч ТВ"-ის კომენტატორმა ნობელ არუსტამიანმა "რუბინის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიასადმი იტალიური კლუბების დაინტერესებაზე კონკრეტული ინფორმაცია გაავრცელა:

"ხვიჩას ორი გოლი საქართველოს ნაკრებში 10 დღის განმავლობაში - ესპანეთისა და საბერძნეთის კარში - ეს მინიმუმ პლუს 5 მილიონი ევროა მისი სატრანსფერო ღირებულებისთვის. გოლები 2021 წელს "რუბინშიც" გაიტანა, მაგრამ ეს ევროპაში ვერ შეამჩნიეს.

ევროპული კლუბები უკვე იწყებენ მოლაპარაკებას ხვიჩასთან და მის წარმომადგენლებთან. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აგენტი მამუკა ჯუღელი ამ დღეებში იტალიაში გაფრინდება, სადაც მოლაპარაკებებს "მილანისა" და "იუვენტუსის" წარმომადგენლებთან გამართავს. მხარეები კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერს განიხილავენ. ასევე
ქართველით კონკრეტულ დაიტერესებას "ნაპოლი" გამოთქვამს.

როგორც ამბობენ, ხვიჩას დიდ პრომოს კახა კალაძე უკეთებს. "მილანის" ლეგენდას აქტიურად ეკითხებიან ხვიჩას პოტენციალზე, ის კი საუკეთესო რეკომენდაციებს აძლევს. კალაძე კვრაცხელიას საკითხს არა მხოლოდ აგენტებთან, არამედ "მილანის" ტექნიკურ დირექტორთან განიხილავს, რომელიც მისი ყოფილი თანამეწყვილე დაცვაში პაოლო მალდინია. მან თბილისში საქართველოსა და ესპანეთის მატჩზე თავისი წარმომადგენელი გააგზავნა", - წერს არუსტამიანი თავის ტელეგრამ-არხზე.

მკითხველის კომენტარები / 9 /
კომბლე შენ მართლა კომბლე ხარ
ზაზა
04 აპრილი 2021 12:38
0
ვაუ, კახი თუ ამ საქმეს გაჩარხავს. ხოარ ღადაობთ მილანი ან იუვე? რამდენი ხანია ჩვენიანი გრანდში არ ყოფილა
Biannkoneri
04 აპრილი 2021 02:07
0
რა გაჩარხვა რის გამოჩარხვა!? აქეთ ეხვეწონ ბიჭს საუკეთესო პირობები მოითხოვეთ პირველ რიგში რომ ნაკრებში როცა არ გამოძახებენ ევრევე ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გამუშვან და ეგრეთწოდებული ორმხრივიბილეთიც აუღონ კლუბის ხარჯზე.
კახა
04 აპრილი 2021 01:44
5
ესპანეთშᲘ ყველას აჯობებს. Იქ ტექნიკით თამაშობენ და უხეშობა არ იციან ძაან იდეალურია ხვიჩასთვის.
ლომი
04 აპრილი 2021 01:16
2
ესპანეთში თუ არ იციან უხეშობა, ნეტა სად იციან?!
???
05 აპრილი 2021 01:34
0
ხო, კალაძეც წაეხმარება ტრანსფერში, მაგას ხომ მთელი იტალია იცნობს, ბოლო ბოლო ორი გოლი აქვს გატანილი იტალიის ნაკრებისთვის... თუმცა,..
... რად უნდა ხვიჩას წაშველება? კაცი ვარსკვლავია და მჯერავს, რომ მალე ლეგენდად იქცევა. მე ამას ორი წლის წინ ვამბობდი, ალბათ ზოგს ეგონა აჭარბებსო, თუმცა ეგრეა რაა... ეხლა ხომ გვჯერავს? ესეთი ნიჭიერი და გულიანი მოთამაშე 80-იან წლებიდან ყიფიანის ვოვას და ვიტალის თაობის მერე, ჩვენთან არ გამოჩენილა...
... წინ პლანეტის დასააპყრობად! ... ხვიჩა პატარა სიხარულს მაინც გვაჩუქებს ამ სასტიკ დროში, თან პიროვნებაც საყვარელი ახალგაზრდაა. დიდი მადლობა ერის სახელით ქართველ ტალანტს....
კ ო მ ბ ლ ე
04 აპრილი 2021 00:43
17
ძირითადში თუ არა, სათამაშო დროის გარანტიას მაინც თუ მისცემენ, მაგას რა ჯობია. თუ არადა გააგრძელონ დაკვირვება, არსად ეჩქარება, ფასიც იზრდება:). ჭკვიანი აქამდე "დაიბევებდა" და რუბინში დატოვებდა იჯარით წლის ბოლომდე. მოძველბიჭო აგენტი მაგრად მოწველის წუწურაქ იტალიელებს და დარწმუნებული ვარ ტრანსფერის რეალურ ფასს ვერ გავიგებთ. აგერ ნახავთ თუ არა.
emigranti
03 აპრილი 2021 23:57
0
კალამ უეჭველი ჩემი კომენტარი წაიკითხა დდდდდდდდდ,
მიაწექი კალა, ნეტა მართლა ვნახოთ კვარა მილანში
jigari
03 აპრილი 2021 23:54
0
ძალიან კარგი სიახლეა ჩემი აზრით დღევანდელ მილანში თავისუფლად დაიმკვიდრებს ადგილს ძირითადში ეს ის მილანი აღარაა რაც კალაძის დროს იყო ისეთი ვარსკვავური დიდი კონკურენცით და არც 50 და 100 მილიონიანი ფეხბურთელები არ თამაშობენ წარმატებები ხვიჩას ასეთ გუნდში ქართველის ხილვა ძალიან კარგი იქნება.
ჯონი
03 აპრილი 2021 23:44
0

სიახლეები პოპულარული