გამოუძინებელმა და გათანგულმა ხვიჩამ მატჩის ბედი გადაწყვიტა - "რუბინის" გენდირექტორი აღფრთოვნებულია

AutoSharing Option
"რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა აღფრთოვანება ვერ დამალა "სოჭისთან" 1:0 გამარჯვებით და ხვიჩა კვარაცხელიათი.

"მაგარი ბრძოლა იყო, მეტოქეს კარგი გუნდი ჰყავს, ამიტომ მოგებამ გამახარა. ხვიჩამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა თავისი დონე. ჩემპიონთა ლიგა ახლოსაა? ღმერთმა ინებოს! რა თქმა უნდა, იქ მოხვედრა რეალურია, რატომაც არა? კალენდარში სხვაობა არ არის,  გამარჯვებები უნდა მივიპოვოთ. ხანდახან ხომ ქულებს მოულოდნელად კარგავ. დღეს კარგად ითამაშეს, მომეწონა!

ხვიჩა ყაზანში 9 საათზე დაბრუნდა, ძალიან დაღლილი იყო, ამიტომ ვერ ითამაშა 90 წუთი. მატჩის წინ სლუცკის უთხრა, რომ ძალიან დაიღალა. მას
არ უძინია, გათანგული იყო, მაგრამ შეხვედრის ბედი გადაწყვიტა", - ციტირებს საიმანოვს championat-ი.

Sportall.Ge

მატჩს 6 500 მაყურებელი დაესწრო და მათ შორის იყო თათრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რუსტამ მანიხანოვი, რომელიც ქართველი ლეგიონერის გატანილი გოლისას სიხარულს ვერ მალავდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული