ლოჩოშვილის კარატეს ილეთი და სეზონში მესამე გაძევება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში ლუკა ლოჩოშვილისა და გურამ გიორბელიძის "ვოლფსბერგერი" საკუთარ მოედანზე 1:8 განადგურდა "რაპიდთან".

ლოჩოშვილი სასტარტოში იყო, 29 წუთზე კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთისთვის ბრძოლაში მეტოქე გუნდის თავდამსხმელ ერკან კარას კისერში ფეხი ჩაარტყა და მსაჯმა ვალტერ ალტმანმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა. "კურიერი" აღნიშნავს, რომ ლოჩოშვილმა კარატეს ილეთი გამოიყენა. ლუკამ მიმდინარე სეზონში მესამედ მიიღო წითელი ბარათი.

იმ დროისთვის ანგარიში 0:1 იყო, შემდეგ ვენელები უპირატესობას დაეუფლენ და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებული გურამ გიორბელიძე 65-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

"ვოლფსბერგერი" 16 ქულით მე-6
ადგილზეა და 11 აპრილს სტუმრად ლასკ-ს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
აი რატომ არ გამოიძახრს ნაკრებში სეზონში სამი წითელი რა ამბავია
L.J.
13:22 05-04-2021
1
საკუთარ საჯარიმოში რატომ უნდა ითამაშო ასე!?
კვარა
10:28 05-04-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული